• რეკლამა
  • კონტაქტი
08:35, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არა! სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებას – ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში დარჩენის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

ალია ავტორი - ალია
13:13 10-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენის მოთხოვნით, MANIFEST.GE-ზე პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი პატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძეა.

“ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე ხელმომწერებს შეუერთდა რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც არიან საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრები. ეს მეუფეები თავის პოზიციას გაჭირვებაში ჩავარდნილ მოყვასზე ზრუნვის საბაბით და იმით ხსნიან, რომ ზოგადად ძალიან აწუხებთ ერის გახლეჩისა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის პრობლემები, რის გამოც ამტკიცებენ, რომ მხოლოდ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ.

თუმცა, არ გვგონია, ისინი იმდენად გულუბრყვილო ადამიანები იყვნენ, რომ ვერ ხვდებოდნენ, რას ნიშნავს ასეთ მოთხოვნაზე ხელმოწერა. თუ მაინც გულუბრყვილო პოზაში განაგრძობენ დარჩენას, ასეთ შემთხვევაში გვინდა მათ (და სხვებსაც) ავუხსნათ – მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს, რომ ისინი მოითხოვენ, რეანიმირებული და რეაბილიტირებულ იქნას: ქუჩებში ადამიანების მკვლელობები და ციხეებში პატიმართა მიმართ წამებები და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობები; სახელმწიფოს ინტერესების სახელით მოქალაქეებისთვის ქონებების ჩამორთმევები; საპროტესტო აქციების გადაჭარბებული ძალის გამოყენებით და სამაგალითო სისასტიკით დარბევები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში თან ახლავს მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობები; ანტირუსული ისტერიის საფარქვეშ ტერიტორიებისა და ქონებების რუსეთზე გადაცემისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელი მოქმედებები; მედიის დარბევები და მისი მონოპოლიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები;

კიდევ მრავალ საფრთხეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ თუ ჩვენი „გულუბრყვილო“ ეპისკოპოსები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერთან სააკაშვილს არავითარი შეხება არ ჰქონია და ის უდანაშაულოდ ზის ციხეში, მაშინ პირდაპირ უნდა განაცხადონ, რომ ან სააკაშვილის მმართველობის ამ ბოროტებებს ადგილი არ ჰქონია და 2003-12 წლებში მიშა ახალი საქართველოს დამაარსებელი და აღმაშენებელია, ან უნდა აღიარონ, რომ კი, ბევრი ბოროტება ხდებოდა მისი მმართველობის დროს, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა (ფანატიკოსთა ცნობილი თეზის მსგავსად, რომ “სტალინის დროინდელი მასობრივი მსხვერპლების შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა“). შეუძლებელია გონიერ ადამიანს მართლა ეგონოს, რომ სააკაშვილის თავისუფლებაში ყოფნა ერის გამთლიანებას შეუწყობს ხელს და არა პირიქით. ისიც უცნაურია, როგორ დაუთუთქა გული ასე ერთსულოვნად რამდენიმე ეპისკოპოსს ერთი პატიმრის შიმშილობამ და რატომ მრავალ სხვა ისეთ პატიმარზე არ გამოუჩენიათ ასეთი ქრისტიანული გულმოწყალება, რომლებიც დღეები კი არა, ლამის თვეები აგრძელებდნენ შიმშილობას, თანაც უფრო მკაცრ პირობებში? თუ სააკაშვილი განსხვავებულია რომელიმე მათგანისგან? თუ ყოფილი პრეზიდენტობა რაიმე უპირატესობას ანიჭებს დანაშაულის ჩამდენ რომელიმე მოქალაქეს? თუ ბრაზილია, ისრაელი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, გერმანია ან თუნდაც საფრანგეთი ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნები არიან, როდესაც თავის დამნაშავე ყოფილ ლიდერებს ასამართლებენ და ციხეებშიც სვამენ? კითხონ ამ „გულუბრყვილო“ ეპისკოპოსებმა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩახოცილი და დაინვალიდებული შვილების მშობლებს, სააკაშვილის გათავისუფლებით რა მესიჯს გაუგზავნის მათ სახელმწიფო.

სინამდვილეში ეს სწორედ განხეთქილების გაღრმავებას გამოიწვევს და შეიძლება ქვეყანა სამოქალაქო ომამდეც კი მიიყვანოს, ამაზეც ხომ უნდა ფიქრობდნენ სულიერი მამები. ან, ჩვენო ძვირფასო მეუფეებო, თქვენ რომ სანდრო გირგვლიანის, ირინა ენუქიძის, მამა-შვილი ვაზაგაშვილების, ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის, გიორგი გამცემლიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, გია კრიალაშვილის და სადისტურად მოკლული სხვა მრავალის ოჯახის წევრები იყოთ, მაშინაც მოაწერდით ხელს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას? იქნებ მართლა გულუბრყვილოდ გგონიათ, რომ არც კაცების გაუპატიურების კასრებში გადამალული მრავალი კადრის შესახებ იცოდა არაფერი ქვეყნის პრეზიდენტმა? ჰოდა წარმოიდგინეთ, როგორ შეხედავდით მსხვერპლის ოჯახის მდგომარეობაში მყოფები თქვენი ოჯახების გამამწარებელი სისტემის შემქმნელს, აი სწორედ ასე გიყურებთ დღეს თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც კი არ უერთდება დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას და ეპისკოპოსები იწყებენ „პოლიტიკანობას“, ისღა დაგვრჩენია, ან დავიჯეროთ მათი გულუბრყვილობა, ან მათი ქმედების უკან მხოლოდ ანგარება დავინახოთ, რომლის მოტივი გარკვეული დივიდენდების თუ სხვა მატერიალური სიკეთეების მიღებაა. მოკლედ, პეტიციაზე ხელმომწერმა ეპისკოპოსებმა ამ ხელმოწერით თავისთავზე უფრო მეტი თქვეს, ვიდრე სააკაშვილზე”, – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ამჟამად ხელს 168 ადამიანი აწერს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მე-15 დღეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved