ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ევროკავშირსა და ბელარუსს შორის უნებართვო პირების რეადმისიის შესახებ ხელშეკრულების მოქმედებას აჩერებს. ინფორმაციას ადილობრივი მედია ავრცელებს.
შეთანხმება, რომელიც ქვეყნებში შემოსვლის, ყოფნისა და ცხოვრების პირობების დამრღვევი პირების გადაცემის, მიღებისა და დაბრუნების მექანიზმს მოიცავს, 2020 წლის იანვარში გაფორმდა.
ზაფხულიდან ბელარუსმა ამ კანონის მოქმედების აღსრულება პრაქტიკულად შეაჩერა.
ცნობისთვის, ევროკავშირის მხრიდან სანქციების შემდეგ ლუკაშენკოს რეჟიმმა ლეტუვასთან, ლატვიასთან და პოლონეთთან საზღვრებზე მიგრაციული კრიზისის პროვოცირება მოახდინა. ამ ქვეყნებმა ბელარუსის მოსაზღვრე რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
კომენტარები