• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის მიერ სიძულვილის ენის რეგულირება ზიანს მოუტანს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს – დემოკრატიის ინდექსი

ალია ავტორი - ალია
14:26 10-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

დემოკრატიის ინდექსი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ‘ალია” უცვლელად გთავაზობთ:

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სწრაფად –  წარდგენიდან 4 დღეში განიხილა და მოიწონა კომპანია „ალმას“ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვას. საკანონმდებლო წინადადებაზე კომიტეტის ასეთი ნაჩქარევი რეაგირება, ასევე, თავად წინადადების შინაარსი, აჩენს ეჭვს, რომ ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციის შეზღუდვისა და ძალაუფლების განმტკიცება-შენარჩუნების მიზანს ემსახურება.

სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების დაგვიანებული განხილვების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო წინადადების მექანიზმი არ გამოიყენება მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტიან ინსტრუმენტად. მაგალითად, 2020 წლის საშემოდგომო სესიაზე კომიტეტებს არც ერთი საკანონმდებლო წინადადება არ განუხილავთ. საგაზაფხულო და რიგგარეშე სესიებზე დარეგისტრირებული 54 საკანონმდებლო წინადადებიდან კი 21 იქნა განხილული და ამათგან, მხოლოდ სამი მოწონებული. შესაბამისად, კომპანია „ალმას“ წინადადებისგან განსხვავებით, საკანონმდებლო წინადადებების უმეტესობა, განხილვის შემთხვევაშიც კი, არ იღებს კანონპროექტის სახეს. ამჯერად, კომპანია „ალმას“ წინადადება კომიტეტმა ოთხი დღის ვადაში განიხილა და გადაწყვიტა საარჩევნო და სხვა საკანონმდებლო აქტებში[1] ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტების მომზადება, რომლითაც უნდა აიკრძალოს პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება.

პოლიტიკურ სივრცეში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა დაასუსტებს ოპოზიციას, და სიძულვილის ენის აკრძალვაზე აპელირებით, ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას არასათანადო გავლენა და კონტროლი იქონიოს როგორც საარჩევნო, ისე მთლიანად პოლიტიკურ გარემოზე.

ამასთან, კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატების განცხადებებმაც ცხადჰყო, რომსიძულვილის ენის რეგულირების განზრახვას აქვს პოლიტიკური მიზანი, რადგანაც ის რეგულირება გავრცელდება უპირატესად პოლიტიკურ სივრცესა და წინასაარჩევნო კამპანიაზე. დეპუტატები ინიციატივის მხარდაჭერისას სწორედ პოლიტიკური ოპონენტების განცხადებებზე აკეთებდნენ აქცენტს.

შემოთავაზებული წინადადებით, სიძულვილის ენის რეგულირების მიზანი არ არის მიმართული სიძულვილის ენისაგან რეალური დაცვის ობიექტებისაკენ, როგორებიცაა ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური, თუ სხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფები. ევროპის საბჭოს დეფინიციის თანახმად სიძულვილის ენა მოიცავს „გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ სიძულვილს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმსა თუ სიძულვილის სხვა ფორმებს შეუწყნარებლობის საფუძველზე, აგრესიული ნაციონალიზმითა და ეთნოცენტრიზმით გამოხატული შეუწყნარებლობის, უმცირესობების, მიგრანტების და იმიგრანტული წარმოშობის მქონე ხალხის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის და მტრული დამოკიდებულების ჩათვლით“.[2] ამდენად, სიძულვილის ენის შემოთავაზებული რეგულაცია მკაფიოდ სცდება სიძულვილის ენის საერთაშორისოდ აღიარებულ დეფინიციასა და მისი გამოყენების სივრცეს.

„დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს სიძულვილის ენის რეგულირების გადაწყვეტილება.

თეგები: დემოკრატიის ინდექსისაქართველო პარლამენტი

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved