• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დევი ტაბიძე – კატასტროფული მდგომარეობაა, სტარტი აიღო „მეხუთე ტალღამ“, პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა

ალია ავტორი - ალია
13:03 10-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის დევი ტაბიძის შეფასებით, კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფული მდგომარეობაა, ქვეყანაში „მეხუთე ტალღამ“ აიღო სტარტი.

როგორც მან მედიაცენტრ “მთავარში” განაცხადა, დაბალი იმუნიზაციის ფონზე გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევები.

„სამწუხაროდ, დღევანდელი ციფრები და მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, კატასტროფულია. ეს მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ სამი მიზეზით, რომლის რეალური შეჩერება შესაძლებელია. ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა, არ დაივიწყონ, რომ არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა, თავყრილობების არსებობა, შეკრება უნდა შევაჩეროთ. პრაქტიკულად სტარტი აიღო „მეხუთე ტალღამ“, ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ამას შევხვდით პრაქტიკულად განულებული ვაქცინაციის პროცესით, ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს ციფრი შედეგზე არ მიგვიყვანს, ეს არის ვაქცინაციის ნულოვანი მდგომარეობა. ეს მიგვიყვანს იმ შედეგზე, რომ გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევებიც. პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა, ამ ყველაფერმა იმ ციფრებზე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს“, – აღნიშნავს ტაბიძე.

მან იმუნიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესზე ზუსტი მესიჯი მიაწოდონ.

„საზოგადოების რეალური თანხვედრაა საჭირო, ასევე იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ჰოსპიტალური სექტორის ერთიანობა, რომელიც ზუსტ მესიჯს მიაწვიდის მოსახლეობას. სამწუხაროდ, უნდა გაიზარდოს რაოდენობა და გარდაცვალების ციფრი, რომ ე.წ. მინიმალური შიშის სინდრომი ჩამოყალიბდეს ადამიანებში? ეს ძალიან ცუდია. თუ ამის მეტი თვითშეგნება არ გაგავაჩნია, კიდევ უფრო უარესია. როდესაც წავიკითხავთ, რომ გარდაიცვალა 70-80 ადამიანი, მაშინ უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია?!“- აღნიშნავს ტაბიძე.

ამასთან, მისივე განმარტებით, ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა გრძელდება-ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს.

როგორც ტაბიძე განმარტავს, ვირუსების თანხვედრა ცუდ შედეგებს მოიტანს.

„ჩვენ ახლა ზუსტად იმ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც ვირუსების ე.წ. ახალი შემოტევა და სხვადასხვა ტიპის ვირუსის ერთიანი შემოტევა გრძელდება. ეს ყველაფერი კი მიგვიყვანს იმ თანხვედრაზე, რასაც „ტვინდემია“ დაარქვეს. ეს გამოიწვევს საკმარისად უარყოფით შედეგებს. ძალიან გართულდება დიაგნოსტიკა რა ტიპის ვირუსია, რომელიც უფრო სწრაფად მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დადასტურება ვერც მოახდინოს, თუნდაც იმ „პისიარ“ ტესტმა, სწრაფ ტესტებზე საუბარი არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ვირუსების ერთმანეთთან თანხვედრა უფრო მეტად ცუდი გამოსავლების და შედეგების მომტანია“, – აღნიშნავს ტაბიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved