• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანალგინს ნახევარი საქართველო თვალდახუჭული იღებს… შეუძლია გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი” – კულლუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
12:14 10-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინაციის მნიშვნელობასა და მის შედეგებზე სოციალურ ქსელში წერს:

“აცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ანალგინს ნახევარი საქართველო თვალდახუჭული იღებს
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის თვალსაჩინოების სახით მინდა გაგაცნოთ ანალგინის გვერდითი მოვლენები:
“ანალგინმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდებიან მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალია ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არახშირი (≥1/1000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემები არ იძლევიან შეფასების გაკეთების საშუალებას).

100-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
კანის გამონაყარი, სისხლის წნევის დაწევა, გულის რიტმის დარღვევა (პალპიტაცია, ტაქიკარდია).
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების საშიშროებას); მაკულოპაპულოზური გამონაყარი (კანის კვანძებისა და ბალთების განვითარება); ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები) – ქავილი, წვა, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, შეშუპება (გენერალიზებული ან ადგილობრივი), გართულებული სუნთქვა და იშვიათად ჩივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ლარინგული), გულის რიტმის დარღვევა, სისხლის წნევის დაქვეითება, დარღვევები თირკმელების მხრიდან, როგორიც არის ცილა შარდში, შარდის რაოდენობის შემცირება ან გაზრდა, თირკმელების ანთება.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების შესაძლებლობას). აგრანულოციტოზის დამახასიათებელი ნიშნებია კანისა და პირის ღრუს, ყელის, სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ანთებითი ცვლილებები; ყელის ტკივილი და მომატებული ტემპერატურა. საერთო მდგომარეობის უეცარი გაუარესების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და კანის მხრიდან მტკივნეული ცვლილებების გამოვლენისას ან როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს დაბლა ან მეორდება, შეწყვიტეთ ანალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენისა და სილურჯეების განვითარების საშიშროებას), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და სიყვითლე, სისუსტე ან მოხრჩობა); აპლასტიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სილურჯეების განვითარებას ან ინფექციების განვითარების მომატებულ შესაძლებლობას); ასთმური შეტევა (ანალგეზური ასთმის მქონე პაციენტები); სტივენს-ჯონსონის ან ლაილის სინდრომი (მძიმე რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ბუშტების განვითარება კანზე, პირის ღრუში, თვალებსა ან სასქესო ორგანოებზე); ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული მდგომარეობა).
უცნობი სიხშირით: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, იშვიათ შემთხვევაში დაწყლულება ან სისხლდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან”
p.s. ეს არ ნიშავს, რომ ეს წამალი არ უნდა გამოვიყენოთ და არც იმას აცრაზე მასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების გამო (რაც ანალგინზე გაცილებით ნაკლებია) უარი უნდა ვთქვათ!”, – წერს კულუმბეგოვი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved