კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში, დაწყებიდან, 14 სექტემბრიდან დღემდე, 4 708 გამარჯვებული გამოვლინდა. მოგებული თანხის ჯამური მაჩვენებელი 740 000 ლარია.
ამ დრომდე, ოთხჯერ ჩატარდა ყოველკვირეული გათამაშებაც და ოთხმა ადამიანმა 10 000-10 000 ლარი მოიგო.
STOPCOVID – ლატარია „აიცერი და მოიგე“ იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით. ლატარია დაიწყო 13 სექტემბერს, ხოლო პირველი გათამაშება 14 სექტემბერს შედგა. 27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი
კომენტარები