• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთი ცუდი და შემაშფოთებელი პრეცედენტის შესახებ უნდა გიამბოთ – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
11:32 10-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“კიდევ ბევრგან და ბევრჯერ დაგხვდებათ წინ ეს სამარცხვინო საქციელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციავ, გპირდებით”, – წერს ოფიციალურ ქსელში უფლებათადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია და ადვოკატთა ასოციაციას უპირისპირდება. უფლებადამცველი ადვოკატთა ეთიკის კომისიას ბულინგსა და დამცირებაში ადანაშაულებს. 
“ერთი ცუდი და შემაშფოთებელი პრეცედენტის შესახებ უნდა გიამბოთ, მეგობრებო, რაც ქალთა უფლებების დაცვაში უკან გადადგმული ნაბიჯია და ეხება ადვოკატთა ასოციაციას.გემახსეოვრებათ თამთა თოდაძის საქმე, ახალგაზრდა ქალისა, რომელზეც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა პოლიტიკოსმა ილია ჯიშკარიანმა (ეს საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია). თავის დროზე ამ საქმეს დიდი გამოხმაურება მოყვა, მედია დეტალურად აშუქებდა საქმის გარემოებებს და ინტერვიუებს იღებდნენ ორივე მხრიდან. ბრალდებულის ადვოკატი (კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელს და გვარს არ დავასახელებ) გამოირჩეოდა აგრესიული და დამამცირებელი რიტორიკით თამთას და მისი ოჯახის მიმართ. ადვოკატი მსხვერპლ ქალს მოიხსენიებდა როგორც: „პატარა მატყუარას“, „ცრუ თამთას“, „გაწვრთნილ, ჩივილსა თუ სხვადასხვა მახინაციებში გამოცდილ ე.წ. მსხვერპლს“, ,,გაქნილ აფერისტს და გამოცდილ ინტრიგანს,“, „გამოცდილ მახინატორს“, მომხდარ ფაქტს უწოდებდა „იაფფასიან სცენარს“ და სხვა.ჩვენ მალევე მივმართეთ ადვოკატთა ეთიკის კომისიას, რომ შეესწავლა და შეეფასებინა ადვოკატის არაეთიკური ქცევა. ამ პარასკევს გამოგვიცხადეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ე. წ. ეთიკის კომისიამ პრობლემა ვერ დაინახა ზემოთმოყვანილ ციტატებში, მიიჩნია ისინი ეთიკურად და ადვოკატის სტრატეგიის ნაწილად…ეს იცით რას ნიშნავს? ეთიკის კომისიამ (მე ვიტყოდი, არაეთიკური ადვოკატების გაპრავების კომისიამ) მწვანე შუქი აუნთო მსხვერპლი ქალების დამცირებას, შეურაცხყოფას, რეტრამვატიზაციას და ჩაგვრას. ფაქტიურად კომისიამ თქვა, რომ მსხვერპლის ბულინგი “მოსულა” და ეს უბრალოდ სტრატეგიაა. როგორც ჩანს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association მიიჩნევს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის მტრული გარემოს შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაში ახალი ბარიერის შექმნა დაცვის სტრატეგიაა; მსხვერპლის დასტრესვა, ლანძღვა და თათხვა კი ეთიკურია. აქვე შეგახსენებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება არ საჩივრდება. ეთიკის კომისიამ არაეთიკურობის ფსკერი ჩახვრიტა და საშინელი სტანდარტი დააწესა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პროცესის მონაწილე მსხვერპლის ბულინგი და დამცირება არასდროს ყოფილა და ვერასდროს იქნება ადვოკატისთვის დაშვებული სტრატეგია, მაგრამ ჩვენმა უვიცმა კომისიამ ეს არ იცის. სამაგიეროდ, ეს ვიცით ჩვენ, უფლებადამცველებმა, და ეს იციან საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მართალია, გადაწყვეტილება არსად არ საჩივრდება, მაგრამ კომისიის “ვაშკაცობის” ამბავს გავაგებინებთ ყველას. აგერ ზეგ ვგზავნით ჩრდილოვან ანგარიშს GREVIO-ში (ევროპის საბჭოში სტამბულის კონვენციის შესრულების მონიტორინგის ორგანოში) და უკვე ჩავწერეთ იქ ამ “შესანიშნავი” გადაწყვეტილების შესახებ. კიდევ ბევრგან და ბევრჯერ დაგხვდებათ წინ ეს სამარცხვინო საქციელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციავ, გპირდებით. პ.ს. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა თამთა თოდაძეს, რომელიც უდრეკად და ბოლომდე იბრძვის. – წერს ბაია პატარაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია
ახალი ამბები

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია

19:27 05-06-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved