• რეკლამა
  • კონტაქტი
21:07, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ პედიატრთან აღარასოდეს დავბრუნდები… ყველა მშობელი იმსახურებს პატივისცემას და მხარდაჭერას!” – რა შეემთხვა გიგი დედალამაზიშვილის ცოლს

ალია ავტორი - ალია
11:27 10-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპიი სოციალურ ქსელში პედიატრზე წერს, რომლის მიდგომებიც მისთვის ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა.

მარინა კარპიის პოსტს “ნიუპოსტი” უცვლელად გთავაზობთ:

“ისეთი განერვიულებული ვარ ახლა, ალბათ ავფეთქდები, თუ არ დავწერ. მიიღეთ, როგორც მედიტაცია. 
დილით ამ ახალგაზრდასთან ერთად კლინიკაში ვიყავი, სინფლორიქსით მეოთხე რევაქცინაციისთვის (სპოლერი: ქართული და უკრაინული აცრის კალენდრები ერთმანეთს არ ემთხვევა და მეოთე ვაქცინაზე უარი გვითხრეს – აქ მხოლოდ სამჯერ კეთდება). თუმცა საუბარია არა ვაქცინაციაზე, არამედ პედიატრთან გასინჯვაზე, სანამ ვაქცინამდე მიგვიშვებენ (რომელსაც არ მოგვცემენ, მაგრამ ამას მხოლოდ მოგვიანებით იმუნოლოგისგან შევიტყობთ).

მაშ ასე, შევდივართ მე და ნიკუშა კაბინეტში და იწყება დაკითხვა: – რამდენი წლისაა?.. აჰა, ძალიან მაღალია თავისი ასაკისთვის! რას ამბობს? ანუ, არ ლაპარაკობს? მუნჯია?! (დიახ, სიტყვასიტყვით ვციტირებ, რაც თქვა!) თავისით ჭამს? მულტფილმებს უყურებს ჭამის დროს? კატასტროფაა!!!
5 წუთი ვიყავით მის კაბინეტში და ამ წამების დროს (სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას) არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, რომელ კუთხეში შევმალულიყავი, რომ ეს საყვედურები არ მესმინა. – არ ლაპარაკობს? თქვენი ბრალია! არ ჭამს ხორცს? თქვენი ბრალია! არ არის დამჯერი და ექიმის კაბინეტს ბზრიალასავით უვლის გარშემო? არ არის კონცენტრირებული! – და ეს ეხება ბავშვს! 2,8 წლის! თურმე უნდა კონცენტრირდეს დაკითხვებზე, რატომ არის ზედმეტად მაღალი და არ ლაპარაკობს თავისი ასაკის შესაფერისად…

აღელვებული გამოვედი, არა, გამოვიქეცი კლინიკიდან.
კარგია, რომ დროულად მოვედი გონს და გადავწყვიტე, ამ პედიატრთან აღარასოდეს დავბრუნდე. თუნდაც იმიტომ, რომ მყავს ადამიანები, ვისთანაც შემიძლია შედარება და არის კიდევ ბევრი სხვა ადგილი, სადაც შეუძლიათ განწყობა გამიფუჭონ. 
და კიდევ, როცა ჩემი შვილი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გახდება და თავისუფლად ილაპარაკებს სამ ენაზე, აუცილებლად მოვინახულებთ ყველას, ვინც თავს იქნევდა ნიშნის მოგებით. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ეგ მომენტი.

ცოტა გულს მომეშვა… მადლობა. P.S. ყველა მშობელი იმსახურებს პატივისცემას და მხარდაჭერას! ყველა!” , – წერს მარინა კარპიი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved