COVID-19–ის პანდემიამ 100 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო, ოთხ მილიარდზე მეტს კი მცირე, ან საერთოდ არ აქვს სოციალური დახმარება. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან სახელმწიფოების გამოჯანმრთელებას ეძღვნებოდა.
“პანდემიამ 100 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო. ოთხ მილიარდზე მეტ ადამიანს პრაქტიკულად არ აქვს სოციალური დახმარება; არ აქვს ჯანდაცვა; არ აქვს შემოსავლების დაცვა, როდესაც მათ ეს სასწრაფოდ სჭირდებათ”, – განაცხადა გუტიერეშმა.
მისი თქმით, ვაქცინების განაწილების უთანასწორობა მსოფლიო მილიონობით ახალ სიკვდილის იწვევს და ეკონომიკურ კრიზისს ახანგრძლივებს, რაც, შესაძლოა, მილიარდობით დოლარი დაჯდეს და ყველაზე მეტად ღარიბ ქვეყნებს დაარტყას.
”ჩვენ თამამი კოლექტიური ბიძგი გვჭირდება, რათა პანდემია დავასრულოთ და გლობალური ეკონომიკის მდგრადი და ყოვლისმომცველი აღდგენა უზრუნველვყოთ”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
კომენტარები