• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყურადღებით ბანკომატებთან! – ახალი თაღლითობის სქემა ბავშვების ჩართულობით!”

ალია ავტორი - ალია
10:52 10-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლადო ხარებაძე თაღლითური სქემის შესახებ წერს, რომელშიც ჩართული ბავშვები არიან.

“ახალი თაღლითობის სქემა ბავშვების ჩართულობით!
რამოდენიმე საათის წინ აღმაშენებელზე საქ. ბანკის ოფისში მივედით მე და ანუკი ბარათით ბანკომატიდან ფულის მოსახსნელად. შესასვლელთან “აბირჟავებდნენ” ბოშა ბავშვები, 2 ბიჭი ასე 6 წლის და 1 გოგო, დაახლ. 8 წლის.

როგორც კი შევაღეთ კარები და შევედით, მაშინვე შემოგვყვა ბიჭი და გოგო, ხოლო ერთი ბიჭი დარჩა გარეთ.
ნუ რა თქმა უნდა ვიფიქრე ფული უნდათ და ვუთხარი რომ ბავშვებო გარეთ დამელოდეთ და რომ გამოვალ რამეს გიყიდით თქო.. ამაზე არაფერი უპასუხიათ და არც გასულან.

აი როგორც კი ბარათი მივადე ბანკომატის სენსორს და კოდის პირველი ციფრი შევიყვანე, მივარდა ბიჭი ბანკომატს და ეგრევე კორექციას დააჭირა ხელი და არ უშვებს, თან მეუბნება რომ ბიძია ეს ბანკომატი გაფუჭებულია და მეორედან გამოიტანე ფულიო…

რა თქმა უნდა რანაირიც არ უნდა იყოს, ბავშვს ვერაფერს ვეტყოდი და შევეხვეწე რომ გასულიყვნენ, მაგრამ ჯიუტად არ მოშორდა ბანკომატს, თან გოგოც და ისიც მიმეორებდნენ რომ ეს გაფუჭებულია ბიძია და მეორედან გამომეტანა, პარალელურად კორექციის ღილაკზე ეჭირა ბიჭს თითი და არ უშვებდა.
რას ვიზამდი, მოულოდნელი მოძრაობით მსუბუქად ავაშვებინე ხელი ღილაკიდან და ოპერაციის გაუქმება მივეცი, რითაც წაიშალა ჩემი ბარათის მონაცემები. ამ მოქმედების შემდეგ, აშკარა იმედგაცრუებით ეგრევე ცივად გაბრუნდნენ ორივე კარისკენ.

ჰოდა რა მინდა გითხრათ – ამ უაღრესად ზუსტად გაწვრთნილი და ორგანიზებული ბავშვების უკან დგას გარკვეული ჯგუფი, ვინც ამათ იყენებს და თუ გაუქმების გარეშე გავიდოდი, კოდის გატეხვით თუ შეცვლით (მაგდენი არ ვიცი ტექნიკურად) ჩვეულებრივად მოხსნიდნენ ჩემი ანგარიშიდან თანხას!
ასე რომ, იცოდეთ მეგობრებო და იყავით ყურადღებით ბანკომატებთან!”, – წერს ლადო ხარებაძე ფეისბუქზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved