• რეკლამა
  • კონტაქტი
02:40, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ბრძანება აქვთ სააკაშვილის მომხრეებს ლიდერისგან, რა საფრთხის წინაშეა გახარია და რა როლი ექნება „გააცოცხლებულ“ მერაბიშვილს?

ალია ავტორი - ალია
20:20 10-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

გიორგი ჯავახაძე, ალია

ჩემი ოქრო ჩემთან

წინასაარჩევნო კამპანია გახურდა, ოღონდ, სხვა არჩევნებია ეს – ახლა იმას ირჩევენ, ვის დარჩება მიშა და ვინ დარჩება მიშას. „ალია“ ჯერ კიდევ ორი თვის წინ წერდა, რომ სცენარის ნაწილი კი არის მიშას ჩამოსვლა, მაგრამ სააკაშვილს თავის მხრივ თავისი ორი გეგმა აქვს – ნიკა მელია და „ენმ“ და „ენმ“-ის გადახალისება, ან ახალი ძალის შექმნა. საქმე ისაა, რომ ეს ორი გეგმა ერთდროულად აამუშავა და რა მოხერხებულია ამ კონკრეტული საკითხისთვის ციხეში ჯდომა, ციხეში მჯდომი მიშა ნიკასიცაა და თაკოსიც, ციხეში მჯდომ მიშას ვერც ერთი შეეკითხება და ვერ მეორე – მე უფრო გიყვარვარ, თუ მეორეო და თუ შეეკითხებიან კიდევ, ყურში უჩურჩულებს ორთავეს – შენ, შენ, ჩემო ერთადერთოო.

10 ოქტომბერს თაკო ჩარკვიანმა მომხრეებთან ერთად აქცია ჩაატარა, მიშას გათავისუფლების მოთხოვნით და აქციიდან, მიკროფონით მიმართა მელიას – მე სპეციალურად არ დაგირეკე, ახლა აქ უნდა იყო, გამოცდა ვერ ჩააბარე, თბილისმა ორიანის დაწერა იცის და იცოდე, 14 ოქტომბერს მე მოვალ მაინც შენ გამართულ აქციაზე და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდებაო.

ცოტა მანამდე, რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე, ნიკა მელიამ განაცხადა, სანამ სააკაშვილი ციხეშია, პარტიის სახელით მე გავაკეთებ განცხადებებსო… ხოო, სანამ მიშა ციხეშიაო, კი, ანუ, რომ გამოვა, შესაძლოა, მელიამ მას გადაულოცოს პარტია, თუმცა, მანამდე, სანამ ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარეა, დედის წინ მორბენალი კვიცის კუნტრუშს ვერ აიტანს, როგორც დააანონსა, თუმცა, აბა, მგელი? აბა, მგლის შვილი?

თაკო ჩარკვიანს ნიკა მელიას მხარდამჭერებმა უსაყვედურეს, ნიკა მელიას გაშავებას ცდილობ მეორე ტურის წინო… არცთუ უსაფუძვლოდ, ნიკა მელიამ კარგად იცის, ახლა რომ გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში, არჩევნებამდე მათ ქუჩაში დარჩენას ვერც ფინანსურად და ვერც ფიზიკურად ვერ მოახერხებს, ციხის კარის შემტვრევა, როგორც ჩანს, არ იგეგმება, ან ჯერ არ იგეგმება და რა ქნას მელიამ, რომელიც ახლა „ცუდი“ ტიპი ჩანს უკვე და აწი რაც უნდა გააკეთოს, თაკოს მიტინგს და თაკოს განცხადებებს მიდევნებული იქნება მისი აქციები მაინც…

თუმცა, მეორეს მხრივ, თაკომაც რა ქნას? ემიგრანტების რაღაც ნაწილი ქვეყანაში მართლა დაბრუნდა, რათა ცვლილებები ეზეიმათ, პირველი ტურის მერე ვერ იზეიმეს გამარჯვება, ლიდერი დაუჭირეს, სამსახურები მიყარეს უცხო ქვეყნებში და ჩამოვიდნენ სამოქმედოდ, დასხდნენ და მელიას ელოდონ?

თაკო ჩარკვიანმა, რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, თუ დააკვირდით, ჯერ მიშამ გააკეთა განცხადება საქართველოში დაბრუნების შესახებ და მერე დავაანონსე მე სახალხო მოძრაობა და მერე დავიწყე რეგისტრაცია მომხრეების, ეს ყველაფერი იყო გათვლილი და მეტს ვერაფერს ვიტყვიო…

გათვლილი იყო, კი, მაგრამ ვინ გათვალა აღარ უთქვამს. არც ის უთქვამს, მისი და ნიკა მელიას დაპირისპირება თუ იყო გათვლილი.

ნიკა მელიას და „ენმ“-ის მხარდამჭერები კი ამბობენ, თაკოს უნდა მელიას გაშავება, თორემ, მელია და სააკაშვილი ხელჩაკიდებული დგანანო, მაგრამ, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ემიგრანტებს პირადად ხვდებოდა სააკაშვილი ჩამოსვლამდე და მათ ზუსტი ინსტრუქცია აქვთ მიცემული, ამ ინსტრუქციაში რომ შედიოდეს ნიკა მელიას მხარდაჭერა, როგორ გგონიათ, ემიგრანტები ლიდერის სიტყვას უკუაგდებდნენ? დავუშვათ, არ და ვერ გადააბარა ემიგრანტები ნიკა მელიას სააკაშვილმა, მაგრამ რატომ გადააბარა თაკო ჩარკვიანს და არა ხატია დეკანოიძეს, მაგალითად? რატომ თაკო ჩარკვიანს და არა თინა ბოკუჩავას, მაგალითად? რატომ არ გადააბარა ემიგრანტები ლევან ხაბეიშვილს? გიორგი ბარამიძეს? შემთხვევითი გგონიათ, რომ მას შემდეგ რაც მიშამ განცხადება გააკეთა ჩამოსვლაზე და ემიგრანტებს შეხვდა, სწორედ თაკო ჩარკვიანმა შექმნა სახალხო მოძრაობა? როგორც ჩანს, მიშას არ სურდა „ენმ“-ის და ემიგრანტების ძალების გაერთიანება, ამით „ენმ“-ის ლიდერებს აჩვენებს, რომ ის მარტო მათ იმედად არაა. ჯერ დაატოლებს, მერე შეიძლება შეაერთოს, ან პირიქით, მეტად განაცალკეოს, ეგაც მის ხელშია. ამჯერად კი, რასაც ვხედავთ, მიშა მელიას ეუბნება, მეტად თუ არ გამოცოცხლდები და მეტად აგრესიულ კამპანიას თუ არ დაიწყებ, რადიკალიზმს თუ არ მიმართავ, შენი ოპოზიციური რეპუტაციიდან თაკოს ხელით აღარაფერს დავტოვებ მეორე ტურისთვის და თან ისე, რომ არც კი გამოვჩნდები და ციხიდან თუ თბილ-თბილ წერილებს მოგწერო.

ამასობაში, გახარია არავისი „ოქრო“ აღარ არის. არც მისი ნარკოტესტი აინტერესებთ და აღარც მისი შარდი. ის იმუნიტეტი, რომელიც პირველი ტურის წინ ჰქონდა გახარიას ოპონენტებისა და მედიისგან – მოხსნის პირასაა. ახლა თუ გადაუცდა ნაბიჯი, მის მიმართ კეთილგანწყობილნი აღარ იქნებიან და მას თითიდან გამოწოვილ თემებზე კი აღარ გამოეკიდებიან, პირდაპირ რეალურ ფაქტებს დაუდებენ 20 ივნისზე, პანკისზე, ბასიანზე… თუმცა, მას მაინც აქვს დრო ვადამდელ არჩევნებამდე, მანამდე უნდა აირჩიოს, მაინც ვისთან შეკრავს კოალიციას, თორემ ამდენ „ოქროს“ „შავი ქვა“ არაფერში დასჭირდებათ და…

აქვე კიდევ ორ მნიშვნელოვან ინფორმაციას გეტყვით – პირველი, როგორც წყარო გვიყვება, პატარა პარტიის ხმები უბნებზევე „გაიყიდა“ და პარტიის წევრების თვალწინ გადაინაწილეს ნაცებმა და ქოცებმა, არ ვიცით, ეს პარტიის ლიდერებთან შეთანხმებით მოხდა, თუ ადგილ-ადგილ გადაწყდა, თუმცა, როგორც წესი, ეს არ წყდება პარტიის ლიდერების გარეშე და მეორე – „ენმ“-მა ამ არჩევნების წინ „ოცნებას“ ბევრ ქალაქში და მაგალითად, რუსთავში, „ოცნებისვე“ მეთოდი დაუპირისპირა – ქუჩა გამოუყვანა, ძველი ბიჭები, მოკრიმინალო ტიპები, ვისაც სიტყვა ეთქმის უბანში, ვისაც შეუძლია „ოცნების“ „ძველს“ თავისი „ძველი“ სიტყვა დაუპირისპიროს. იმასაც გვიყვებიან, რომ ნიკა მელიამ ვერ დაალაგა ქუჩა თბილისში, თორემ, მეტ ხმას აიღებდა. რას დაპირდა „ენმ“-ი „ქუჩის დამლაგებლებს“ სანაცვლოდ, ვერ გეტყვით, მაგრამ რასაც უნდა დაპირებოდა, ამსრულებელი ვერ არის, რადგან რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ სააკაშვილის „ოქროები“ ისინი ვერასოდეს გახდებიან და არჩევნებზე „პოსლეზე“ გვერდში დგომას ქარი წაიღებს, ან ციხე, ან ორივე ერთად.

კიდევ ერთი პრიზი თამაშდება – ვანო მერაბიშვილი, რომელიც გვეგონა, რომ თავად ვანო მერაბიშვილსაც კი ჰყავდა დავიწყებული – ჰოი, ღმერთებო, პოლიტიკურად გაცოცხლდა და რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილს პოსტებს აზიარებს ან ბანერს – თავისუფლება მიშას. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მერაბიშვილმა სააკაშვილი მოინახულა, შემდეგ კი გამოიკეტა კარი და გაქრა – მართალია, სააკაშვილის მომხრეები საუბრობენ რომ მიშა ვანოს ახალაიების ღალატს არ აპატიებს, მაგრამ მეორე მხრივ, არც ის დაგვავიწყდეს, რომ არაერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როგორ ხვდებოდა მერაბიშვილი პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყოფილ ძალოვან სტრუქტურაში თანამშრომლებს და მეგობრებს. მეგობრული იყო მართლაც ეს შეხვედრა, თუ საქმიანი, სწორედ ახლაა დრო, რომ ეს გამოჩნდეს, საჭირო დროს და საჭირო მომენტში, ვანო ნამდვილადაა ის ადამიანი, რომელსაც ძალოვნებისთვის სიტყვა ეთქმის, აი, ვანოსთან ვის ეთქმის სიტყვა, სააკაშვილის გარდა, მაგის რა გითხრათ. ასე რომ არ გაგიკვირდეთ, რომ თაკოს და ნიკა მელიას გარდა, კიდევ იდგეს კულისებში ერთი ძალა, რომელიც ჯერ გულში ჩურჩულებს, არც შენ და არც მე, მე ვარ მიშას ოქროო.

სააკაშვილთან დაახლოებული პირი გვიყვება, რომ რაც უნდა მოხდეს, არაფერმა არ უნდა გადაფაროს მიშა, ასეთი ბრძანებაა მოსული, არავის და არაფერს მისცემენ უფლებას, ციხეში მჯდომი მიშა გადაიფაროს, სწორედ ეს იყო ნამდვილი მიზეზი იმისა, რატომ არ გადაიდო ზუგდიდში დაგეგმილი აქცია, რატომ გაუშვეს ტელევიზიებმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დღეს, მიშას მამასთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან ნაწყვეტები, მაშინ როცა მთელი საქართველო ბათუმს იყო მიჩერებული, სწორედ იმ დროს რატომ მოხდა რუსთავის ციხესთან დაპირისპირება. მიშას გამოსვლამდე, არც ერთი დღე მიშას გარეშე! – ესაა გეგმის უცვლელი ნაწილი.

ემიგრანტები კი გვიყვებიან, რომ სწორედ დღეს, 10 ოქტომბრის საღამოს, ემიგრანტებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მაღალი მალე გამოდის“, სწორედ ამიტომ, ვინც ჩამოსულია, უნდა დარჩეს და ვინც არ ჩამოსულა, უნდა ჩამოვიდეს. მივიდა, თუ არა, ნიკა მელია, იმ კონდიციამდე, რომ აგრესიულ, რადიკალურ კამპანიას მიმართოს და მართლაც მალე უნდა ველოდოთ „მაღალის გამოსვლას“, თუ ესეც ფანდია, მეტი მობილიზებისთვის, ეს უახლოეს კვირაში უნდა გამოჩნდეს.

თეგები: გიორგი გახარიავანო მერაბიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved