• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალექსეი გონჩარენკო: სააკაშვილის საქმე გარკვეულ ფასად დაუჯდება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს

ალია ავტორი - ალია
10:57 10-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

უცნაურია, როდესაც პრეზიდენტის მრჩეველი დგამს ნაბიჯს პრეზიდენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკის განცხადება იყო განცხადება, რომელიც პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა, რადგან საქმე ეხება უკრაინის მოქალაქეს.

„ორი მოსაზრებაა მომხდართან დაკავშირებით: პირველი – თუ შევხედავთ მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯს პოლიტიკოსის კუთხით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარისკა, რადგან იცოდა, რომ დააკავებდნენ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, მიხეილ სააკაშვილზე, როგორც უკრაინის მოქალაქეზე, რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელსა და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველზე, ეს ამბავი ძალიან უცნაურად გამოიყურება, რადგან ამ სტატუსის ადამიანი არალეგალურად კვეთს საზღვარს და დაკავებულია. ეს გარკვეულ ფასად დაუჯდება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. მე ძალიან მიყვარს საქართველო და საქართველო უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. არავის სურს უკრაინაში დაძაბულობა ან უხერხულობა.

ახლა რაც შეეხება პოლიტიკური ჭრილიდან ამ ნაბიჯის ანალიზს, მიხეილ სააკაშვილს ალბათ ეგონა, რომ მისი ჩასვლა ადგილობრივ არჩევნებზე, მისი პარტიის შედეგებზე ზეგავლენას მოახდენდა. ჩვენ, ყველა ვხედავთ, რომ ეს ასე არ მოხდა. „ქართულმა ოცნებამ“, მმართველმა პარტიამ მოიგო არჩევნები და პარლამენტის არჩევნები აღარ იქნება. მომავალ არჩევნებამდე ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“. ზელენსკის განცხადება იყო განცხადება, რომელიც პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა, რადგან საქმე ეხება უკრაინის მოქალაქეებს. აქ გვარებს არ აქვს მნიშვნელობა: გონჩარენკო, ზელენსკი იქნება თუ სააკაშვილი. ყველას თანაბრად უნდა მივუდგეთ. სახელმწიფო ყველას უნდა დაეხმაროს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უცნაურია, როდესაც პრეზიდენტის მრჩეველი დგამს ნაბიჯს პრეზიდენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. ჩვენ ასე გავიგეთ, რადგან პრეზიდენტმა თქვა. უცნაურობის გარდა, ეს აჩვენებს, თუ რა ხდება ზელენსკის გუნდში და ეს კარგი არ არის“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved