რუსული მედიის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა, რომელშიც ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი მგზავრობდა, ავტოავარიაში საკუთარი დანაშაული აღიარა.
ტელეწამყვანმა დაადასტურა, რომ ავარიის შემდეგ სხვა ავტომანქანაში გადაჯდა და მოსკოვში გაფრინდა.
სობჩაკმა Telegram-ის არხზე დაწერა, რომ ავარიის დროს ზუმით საუბრობდა და არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ მძღოლს არავინ აჩქარებდა.
“ამ პოსტს პირადად ვწერ. ახლა სახლში ვარ, ტვინის შერყევა და მრავლობითი ტრავმები მაქვს.
შოკში ვარ, იმის გამო, რომ ადამიანები დაიღუპნენ, მათ ახლობლებს დავუკავშირდებით.
არსად მივფრინავ და არსად წასვლას არ ვაპირებ.
რაც შეეხება ავარიას:
ამ დროს ავტომობილში ვიყავი, თუმცა მანქანა და მძღოლი ჩემი არ არის. არ მითქვამს მძროლისთვის რომ სწრაფად ევლო, მანქანაში მყოფებიდან არავინ აჩქარებდა მას.
მგზავრობისას ზუმში ვიდეოზარს ვახორციელებდი და არსებობს ჩანაწერი, რას ვაკეთებდი ავარიის მომენტში. ეს იყო მძღოლის პირადი გადაწყვეტილება.
მე და ჩემს ასისტენტს გვაქვს ტვინის შერყევა. შეჯახებისას გონება დავკარგე და ჩემმა თანაშემწემ სხვა ავტომობილში გადამიყვანა.
შემომთავაზეს ჰოსპიტალიზაცია სოჭში, რაზეც უარი ვთქვი, სახლში მინდოდა ჩემს შვილთან, ამიტომაც გავფრინდი.
ჩემმა რედაქტორმა ავარიის დროს სასწრაფოს დაურეკა და მივედით მეორე მანქანასთანაც, რათა გვენახა, რაიმე დახმარების აღმოჩენა ხომ არ შეგვეძლო,” – წერს სობჩაკი სოციალურ ქსელში.
მანქანა, რომელშიც როგორც მგზავრი, ქსენია სობჩაკი იჯდა, პირისპირ შეეჯახა სხვა ავტომობილს, რომლის ორი მგზავრი გარდაიცვალა, მესამე მძიმე მდგომარეობაშია.
კომენტარები