• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატიმრებით ვაჭრობა” – “იუსტიციის მინისტრი ცოცხალია?” – ადვოკატის სკანდალური წერილი

ალია ავტორი - ალია
02:48 10-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი:

“იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოები, ნასამართლობის მქონე პირებს, მძიმე კატეგორიის და ძალადობრივ დანაშაულზე ათავისუფლებენ უკვე დაკანონებული, მხოლოდ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით, რაც სრულ თანხვედრაშია, ამ მიმართულებით 2 წლიანი პრაქტიკული მუშაობის პროცესში გამოვლენილ ფაქტებთან, საზოგადოებრივ აზრთან, შედგენილ ოფიციალურ დასკვნებთან.

1. სუსთან ახლო კავშირის შემთხვევაში.

აგენტურა, სუსისთვის საინტერესო პირები, რომლებიც გარეთაც იმუშავებენ მათი მიზნებისთვის.

2. თანხის საფასურად, 5000-15000 აშშ დოლარამდე და უფრო ზევით. თუმცა თანხებს კომისიის წევრები არ იღებენ, არამედ რეკომენდატორები.

3. საარჩევნო მიზნებისთვის, აგიტატორების შვილები და ახლობლები.

4. სამინისტროების დონეზე ზეგავლენით ვაჭრობით-გადარეკვით და დავალებით.

არავითარი კანონი, არავითარი ადვოკატი, სახალხო დამცველი, საია, სასამართლო, ვერანაირად დაგეხმარებათ,გამორიცხეთ, არც იფიქროთ.

ეს კრიტერიუმები იმ დონეზეა დაკანონებული, ვერანაირი ნორმატიული აქტი და სასამართლო ძვრასაც ვერ უყოფს. ისე იყენებენ კანონს სათავისოდ, სასამართლოში ვინც წავა ბოლო ინსტანციამდე უსაჩივრებენ, ასწრებს გარეთ პატიმარი, სანამ სამართალწარმოება მთავრდება. თუ მოასწრო სასამართლომ საქმის დასრულება, დასხდებიან და მაინც უარს იტყვიან გათავისუფლებაზე, დისკრეაციულ უფლებაში ვერ იჭრება სასამართლოო.

( მართალია ამ ჩამონათვალიდან თითოეული მათგანი დასჯადია, გარდა პირველისა, თუმცა რადგან დაკანონებული აქვთ, ესეიგი არც თვლიან დასჯადად)

სხვა მხრიც წვალება არის წყლის ნაყვა, დროის და ნერვების ფუჭად ხარჯვა.

საკითხის ღრმად შესწავლის, ხანგრძლივი კვლევის, ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობის, უამრავი ანგარიშის დეტალური გაცნობის შემდეგ დადგინდა, რომ ეს საბჭოები იმთავითვე შექმნილია ამ მიზნებისთვის და არავითარი საერთო არ გააჩნია სამართლებრივ, კანონიერ მიზანთან.

ინფორმაცია ეფუძვნება საკითხის ორწლიან კვლევას, პრაქტიკული მუშაობის ფონზე, ფაქტების და ინფორმაციების პირადად შედარება-გადამოწმებას.

ვინც სასჯელის კალენდარულად მოხდის ბოლო დღეს გამოდის, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ის დაუმორჩილებელია, ცუდი პიროვნებაა ან მის შემთხვევაში სასჯელმა მიზანს ვერ მიაღწია. არ შეიქმნათ მსგავსი ცრუ რწმენა. უბრალოდ ასეთი

1. 100% -ით არ არის სუსის აგენტი.

2. არავის შესთავაზა ქრთამი

3. არ ყავს საარჩევნო აგიტატორი ოჯახის წევრი

4. არ ყავს სამინისტროებში ახლობლები.

მომაკვდავი მსჯავრდებულები, ნარზე მიჯაჭვულნი გადიან ბოლო დღეს. სახსალამათ კრიმინალურ ავტორიტეტებს გააქვთ წლები! მომაკვდავი, საწოლს მიჯაჭვული რაღას დააშავებს, ერთ თვესაც, რომ არ პატიობენ? მართლმსაჯულება მხოლოდ მომაკვდავებისა და უპატრონოებისთვის აღსრულდება ხომ?

კანონი როდემდე უნდა იყოს ასე ღირსებააყრილი?

ან ასეთ დროს სად არის და რას აკეთებს იუსტიციის მინისტრი, ცოცხალია?

არზა აქვს ჩამოწერილი ავტობიოგრაფიაში იურიდიული ცოდნის დასტურად. თავად წაიკითხოს გადაწყვეტილებები, ფაქტია იცის და არ იმჩნევს!

თორემ რა უნდა ერთი პრიორიტეტული ხაზის გამოკვეთას, მაგალითად ქრონიკულად მოავადეები, მაღალი მოწყვლადი ჯგუფი კორონა ვირუსთან მიმართებაში, გათავისუფლდეს ვადაზე ადრე პრიორიტეტულად, რაც საგრძნობლად შეამცირებს კანონის გვერდის ავლით პატიმრების გაპარებას და სამართლიანობის დამკვიდრებას ხელს შეუწყობს. ფაქტია ესეც არ აწყობთ!

მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში ეტყობა სასჯელიც ავადაა და მიზანს ბოლომდე ვერ აღწევს.

,, ვაი, ეგეთას სამართალს,

მონათლულს ცოდვა-ბრალითა!”

ეს არის ადგილი, სადაც პატიმრებით ვაჭრობა ანალოგიურია ინდულგენციებით ვაჭრობისა. ვინც შეიძენს ინდულგენციას, მას ყველა ცოდვა მიეტევა და თავისუფლდება.

საზოგადოებამ ამ მწამებლურ საბჭოებს, რომელიც ყოველი თვის ბოლოს ჯოჯოხეთურ ტანჯვას უწყობს პატიმრებსა და მათ ოჯახებს, შეარქვა- ინკვიზიციური საბჭოები, სადაც ყოველთვიურად ეწყობა აუტოდაფე- კანონდანცელების, კანონის იმედად დარჩენილი პატიმრების, როგორც ერეტიკოსების კოცონზე დაწვა საჯაროდ!

P.S. 2(ორი) წელია ამ საკითხს ვიკვლევ, პრაქტიკული მუშაობის დონეზე.

ერთი დადებითი, რაც შემიძლია აღვნიშნო. პენიტენციური სამსახური დაუყოვნებლივ კილომეტრიანი პოსტით პასუხობს ყველას, ფეხიც, რომ დაუცდეთ მათი სამსახურის წინ, ძირითადად ამ შინაარსის პოსტით-გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

დღემდე ჩემს არც ერთ საჯარო პოსტზე საპასუხო არაფერი დაუწერიათ.

შუბლის ძარღვი ჩანს ბოლომდე არ გამწყდარა!

დუმილით თანხმობისთვის-გმადლობთ!

———————————————————————

ქუთაისი, ადვოკატი /ნ.ჩხეტიანი/”

თეგები: იუსტიციის სამინისტრონათია ჩხეტიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved