საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია ლონდონშიც გაიმართა. აქციის მონაცილეების მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.
ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს და თქვეს, რომ ის “პუტინის პირადი ტყვეა”. მათი თქმით, მათ სურთ დემოკრატია საქართველოში და აღარ სურთ იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობდნენ 1990-იან წლებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში გაიმართა.
კომენტარები