• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უფლის ანგელოზები საქართველოში არიან უკვე… გამოჩნდება „გიორგი ბრწყინვალე“ და აქედან დაიწყება აღშენება” – ლელა კაკულია

ალია ავტორი - ალია
17:00 10-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

ლელა კაკულია წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებულ ვარიანტს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, დიდი ცვლილებები იქნება. ეს პროცესები უკვე დაწყებულია. ყველა და ყველაფერი მარტივ მამრავლებად დაიშლება. გამოჩნდება „გიორგი ბრწყინვალე“, ახალგაზრდა „მეცნიერები“ და აქედან დაიწყება საქართველოს აღშენება.

‼უზარმაზარი ენერგია იცავს საქართველოს და ვაფრთხილებ რუსეთს, ვაფრთხილებ შადიმანებს: თვითონ დაიშლებით და გაიყიდებით. ფრთხილად!

ვხედავ ამერიკიდან მაღალჩინოსნების ხშირ ვიზიტებს. ეს სტუმრობები იმდენად გხშირდება, რომ რუსეთი ბოლოს ხმამაღლა იკითხავს, რა ხდებაო? ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო: საქართველოს ნატოში გაწევრიანება!….

ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან. დიახ, ახალი სახეები და არა ძველი სახეები ახალი პარტიის სახელით. ბოდიში, ბედისწერა ყველას კარისკენ მიუთითებს.

ვხედავ, საპატრიარქო ნელ–ნელა იწმინდება. მოდის ახალი პატრიარქი — ამწუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. და კიდევ, გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან.

მინდა ვთქვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომ ის ხელშეუხებელია. ვხედავ, ისარია პირდაპირ მისკენ მომართული. ეს არის უზარმაზარი ენერგია, რომელსაც ვერავინ მოერევა, ვერც გადაახტება. ანაკლიის პორტი — საქართველოს ეს ნაწილი, იქნება ყველაზე პრესტიჟული პორტი მთელ შავ ზღვაზე. ის ნეგატიური ვარაუდები, რომლებიც ახლა მუსირებს მის გარშემო, ფუჭია და არ ასრულდება.
ამწუთას ვხედავ აშენებულ ანაკლიის პორტს და საქართველოს ძლიერ საზღვარს აფხაზეთთან ერთად. აფხაზეთი საქართველოა!…

რუსეთი საქართველოს ვერ მოუგებს, მიწებს ვერ წაართმევს. მას ჯერ კიდევ წინ აქვს ჩინეთთან ომი, რაც წლების წინ მაქვს ნათქვამი.
ვხედავ, გარდა პორტისა, ანაკლია საკურორტო ზონაც იქნება. უამრავ ტურისტს ვხედავ.

არავის ვურჩევ, ცხვირი შეყოს ანაკლიის საქმეში, იმიტომ, რომ უფლის განრისხებულ სახეს ვხედავ. უფალს უყვარს თავისი შვილები — ადამიანები, მაგრამ, როცა ზღვარს გადახვალთ, არ დაგინდობთ.

სხვათა შორის, დიდი ფული ჩაიდება ანაკლიაში — ამერიკული და ევროპული ფული.
კავკასიონიდან კი ვხედავ, მეომრები ეშვებიან თამარის დროშით. ეს ნიშნავს საქართველოს გაერიანებას იმ საზღვრებში, რომელიც იყო თამარის დროს.

ციური მეომრები — ასე დავარქვი მე მათ და მათ ვერავინ მოერევა.
უფრო მეტსაც ვიტყვი: საქართველო რუსეთს დააჩოქებს — აუცილებლად დააჩოქებს! საქართველო წამყვანი ქვეყანაა კავკასიაში, ნატოს შტაბბინა, როგორც მრავალი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე — ეს არის თბილისი.

ამერიკა ნაკლებად ენდობა აზერბაიჯანსაც, სომხეთსაც და კავკასიის სხვა ქვეყნებსაც. ყველაზე დიდი ნდობა საქართველოს მიმართ აქვს და სწორე ეს დამოკიდებულება გადაარჩენს საქართველოს.

ჩემი ქვეყანა ფეხზე დგება, ეკონომიკურად წელში იმართება, გაჭირვება გაქრება, მოწყალების მთხოვნელები არ იქნებიან…

ფრთხილად! უფლის ანგელოზები საქართველოში არიან უკვე, მის სადარაჯოზე დგანან.
განსაკუთრებით კავკასიაა გადაკეტილი. უცნაურად გეჩვენებათ ეს წინასწარმეტყველება? მაგრამ ეს უცნაურობა კი არა, რეალობაა! საქართველოს რომ უფალი არ სწყალობდეს და ანგელოზთა არმია არ იცავდეს, აქამდე არ ვიქნებოდით.
ჩვენს სამშობლოს ამაზე მეტი გადაუტანია ისტორიულად და ამასაც გადავიტანთ . ამინ!

საქართველო ყოველთვის იყო ძლიერი, მას ყოველთვის ეხმარებოდა კოსმოსი. ყოველთვის მოვდიოდით ჩვენ წარსულში, დღეს აქ ვართ და მომავალშიც მოვალთ! ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველო ბოლო წუთებს ითვლის. ბოლო წუთებს ითვლის მხოლოდ ის, რომ ყოველგვარი უარყოფითი და ნეგატიური მოაშოროს უფალმა.
ჩემი საქართველო ძლიერია!
ჩემი საქართველო უკვდავია!
ბოროტება დამარცხდება და განიწმინდება ჩემი ქვეყანა. უფლის საცერი იცრება − ნუ გავიწყდებათ! − და გაიცრება ბოლომდე. უფლის მახვილი არ დაგინდობთ საქართველოს მოღალატეებს…”, – წერს ლელა კაკულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved