• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვირუსი შეიძლება შენამდე მოვიდეს – ნუ გაგიკვირდება, მაგრამ იგი იმდენად დიდ ზარალს არ მოგვაყენებს…”

ალია ავტორი - ალია
17:24 03-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

კანადელმა ინფექციონისტმა სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

„20 წელზე მეტია, რაც ექიმი და ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ვარ. ამ დროის განმავლობაში უამრავი ავადმყოფი მინახავს. მე ვმუშაობდი ქალაქის შიდა საავადმყოფოებში, აფრიკის ყველაზე ღარიბ და მიყრუებულ ადგილებში. აივ-შიდსი, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, მწვავე რესპირატორული სინდრომი ( SARS), წითელა, ჰერპესი, კრუნჩხვითი ხველება, დიფტერია – ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში შევხვედრივარ. მწვავე რესპირატორული სინდრომის გარდა, ძალიან ცოტა დაავადებას თუ შევუშინებივარ ან თავი მოწყვლადად უგრძნობინებია.

მე არ მეშინია Covid-19-ის. მე უფრო მეტად მაწუხებს ახალი ე.წ. ინფექციური აგენტის გავრცელება, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და რომელიც ფეხის მოკიდებას სხვადასხვა ნიადაგში ცდილობს. მაწუხებს მოხუცებულთა მდგომარეობა, რომელთა ჯანმრთელობაც შედარებით სუსტია და რომლებიც ამ პირობებში ყველაზე მეტად იტანჯებიან, მაგრამ მე არ მეშინია Covid-19-ის.

ყველაზე მეტად იმ შიშის მეშინია, რომელიც მასობრივად გავრცელდა და საზოგადოება მოიცვა. იმ შიშის, რომელიც პანიკაში გადაიზარდა. მეშინია იმის, რომ N95 სამედიცინო ნიღბებს საავადმყოფოებიდან და გადაუდებელი დახმარების კლინიკებიდან იპარავენ. იმ ადგილებიდან, სადაც მათი არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა. ამის მაგივრად კი, სამედიცინო ნიღბებით სავსეა აეროპორტები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რაც საზოგადოებაში შიშს კიდევ უფრო აძლიერებს და ადამიანებიც ერთმანეთს ეჭვის თვალით უწყებენ ყურებას.

მეშინია, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადაიტვირთება ისეთი ადამიანებით, რომლებიც ფიქრობენ: „ ვიცი, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ მაინც უნდა გავესინჯო, არავინ არ იცის რა შეიძლება მოხდეს“. ადამიანები, რომლებსაც გულის უკმარისობა, პნევმონია აქვთ იდგებიან გრძელ რიგებში იმისთვის, რომ ექიმებმა შეამოწმონ.

მე მეშინია, რომ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იმდენად შორს წავა, რომ ამის გამო ძალიან ბევრი ქორწილი გაუქმდება, უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამოები გადაიდება და ოჯახები ვეღარ გაერთიანდებიან.

მე მეშინია, რომ ეს ეპიდემიური შიშები შეზღუდავს ვაჭრობას, დიდ ზიანს მიაყენებს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობებს, დაარტყამს ბიზნესს და საბოლოო კულმინაციას გლობალურ ვარდნაში პოვებს.

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმის მეშინია რას ვეუბნებით შვილებს მაშინ, როდესაც საფრთხის წინაშე დგებიან. იმის მაგივრად, რომ რაციონალურად და გონივრულად დაველაპარაკოთ, ვეუბნებით, რომ უნდა დაპანიკდნენ, ეშინოდეთ..

ვირუსმა შეიძლება შემოაღწიოს ქალაქში, ჰოსპიტალში, მეგობრის სახლში, სამეზობლოში და შენამდეც კი მოვიდეს. ელოდე ამას და ნუ გაგიკვირდება. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ვირუსი იმდენად დიდ ზარალს არ მოგვაყენებს, როგორც ჩვენივე ქცევები იზამენ ამას. „საკუთარი თავისთვის იბრძოლე და ყველაზე მაღლა დააყენე“ დამოკიდებულება კი, შესაძლოა, მართლაც დამღუპველი აღმოჩნდეს.

ყველას გევედრებით, ჩაანაცვლეთ პანიკა და შიში მოთმინებითა და განათლებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისწავლოთ მეტი ჰიგიენისა და იმ წესების შესახებ, რომლითაც დაავადების გავრცელების შეზღუდვას შევძლებთ. მოდით, ამ გამოწვევას ერთად, სხვების მიმართ გამოვლენილი თანაგრძნობითა და მოთმინებით შევხვდეთ. ვეძებოთ ფაქტები, სიმართლე და არ ავყვეთ სპეკულაციას.

ფაქტები და არა შიში. დაიბანეთ ხელები. გაიხსენით გულები.

ჩვენი შვილები ამისთვის მადლობას გვეტყვიან“,- წერს კანადელი ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.

კანადელი ინფექციონისტის ამ პოსტს მილიონზე მეტი გაზიარება აქვს.

წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved