ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული შენობის ნანგრევებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.
ტრაგედიის მესამე დღეს ბათუმში, შემთხვევის ადგილზე მოქალაქეები ყვავილებით, სანთლებითა და სათამაშოებით მიდიან და სამძიმარს უცხადებენ მსხვერპლთა ოჯახებს.
შეგახსენებთ, რომ კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია. მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო ერთი ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
კომენტარები