ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებთან დაღუპული ბავშვის კლასელები, მათი მშობლები და მასწავლებლები მივიდნენ.
„2 საათზე ველოდებოდით ანასტასიას სკოლაში. 12 საათზე გავიგეთ, რომ სახლი ჩამოინგრა. არ ვიცი ის დღე როგორ გავიარეთ. უდიდესია ტრაგედიაა არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“ – უთხრა ჟურნალისტებს კლასის დამრიგებელმა თამილა შარაბიძემ, პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა.

კომენტარები