„დღეისთვის, ჩემი შვილიშვილის მდგომარეობა უკეთესია – ყოველდღიურად უმჯობესდება“, – განაცხადა ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა კაცის ბაბუამ, ქირურგმა აკაკი ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შვილიშვილის გადარჩენისთვის, ის მადლობას უხდის კოლეგებს.
„მოვინახულე, ერთად გავაკეთეთ შეხვევა, ექსტუბაციასაც (ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნა) ვესწრებოდი. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ჯანდაცვის სისტემის, ჩემი კოლეგების, ბათუმისა და თბილისის ექიმების მიერ გადარჩა, თორემ, 11 საათი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაძლება რთულია. ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია“, – აღნიშნავს აკაკი ბერიძე.
ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
კომენტარები