ტრაგედიის მესამე დღე და გლოვა ბათუმში – მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეებს 26 მაისის ქუჩაზე ყვავილები და სათამაშოები მიჰქონდათ. ისინი დანგრეულ საცხოვრებელ კორპუსთან სიმბოლურად სანთლებს ანთებდნენ და ამ ფორმით ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვებისა და თანამოქალაქეების ხსოვნას პატივს მიაგებდნენ.
ბათუმში კორპუსის 1 სადარბაზო მთლიანად 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია, ერთი ადამიანი კი დაშავდა. 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედაა გამოცხადებული.
კომენტარები