• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როცა ადამიანები იღუპებოდნენ და შველას ითხოვდნენ, ესენი კაბინეტებში დოკუმენტებს აწესრიგებდნენ…“ – ზურა ბაუჟაძე

ალია ავტორი - ალია
12:34 10-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და ბათუმში 8 ოქტომბერს, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ტრაგედიას ეხმაურება. 

მისი თქმით, დამნაშავის ძებნა „ზემოდან უნდა დაიწყონ“.

„როგორც კი ფანჯრის გამოცვლას დააპირებ ბათუმში ზედამხედველობის სამსახური ეგრევე დაგადგება თავზე.
ამ სახლის სარემონტო სამუშაოების შესახებაც საქმის კურსში იყვნენ, მოსახლეობამ გააპროტესტა, მაგრამ მერიამ „დაიკიდა“.

ტრაგედიის შემდეგ დაფაცურდნენ და სასწრაფოდ დაიწყეს დოკუმენტაციის მოწესრიგება ანუ როცა ადამიანები იღუპებოდნენ და შველას ითხოვდნენ ესენი კაბინეტებში ფაცხაფუცხით დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდნენ. საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ზრუნავდნენ.

შვიდი კორპუსი ისე აშენდა ქალაქში არ ვიცოდითო, სახლს საძირკველი გამოუთხარეს და არ ვიცოდითო,
იმ ლეოგრანდშიც, სადაც 14 ადამიანი ამობუგეს, იქ ხომ იცით რომ ახლაც კაზინო და სასტუმროა და არც მდგომარეობა შეცვლილა?

ეს ხომ იცით?

იქ სადაც იცოდით, იქ რა გააკეთეთ?….

დამნაშავის ძებნა დაიწყეთ ზემოდან. პირველი არის პარლამენტი, რადგან კანონმდებლობა მშენებლობასთან დაკავშირებით არის აბსურდული და გაუმართავი.

მეორე უსაფრთხოების ნორმატივები, რომლებიც სადღაც წერია და ახლა რომ მოძებნოთ უცებ ვერც იპოვით.

მესამე ქალაქის მერი და მერია, რომელიც წლებია ხედავს და ხედავდა სამშენებლო ქაოსს ქალაქში და არაფერს აკეთებდა (ნუ გაისულელებთ თავს, ყველამ ვიცით რომ ფულს აკეთებდნენ).

უამრავი განცხადებაა მერიაში შესული სადაც მოქალაქეები მიშენება-დაშენებას აპროტესტებენ და აღკვეთას მოითხოვენ, მაგრამ ვინმემ მიაქცია ყურადღება?

მეოთხე, ზედამხედველობის სამსახური, რომლის საქმიანობის დოკუმენტაციას თუ გაეცნობით უცებ დაინახავთ, რომ ვიღაცას ფანჯრის შეცვლის მცდელობა აღუკვეთეს, ვიღაცას კი რეკლამის აბრა ჩამოახსნევინეს. სერიოზული და საშიში მიშენება-გადაკეთებები კი „არ დაუნახავთ“.

ყველა დანარჩენი ამათგან გამომდინარეობს. ამ ზემოთ ჩამოთვლილთა უნიათობის ბრალია“,- წერს ბაუჟაძე.

„დაიჯესტი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved