• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომან გოცირიძე დავით ზალკალიანის დასჯას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
11:54 10-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა შემოგვაპარა ქვეყნის ინტერესებისათვის მეტად საზიანო იდეა-ოკუპანტ რუსეთთან ერთად ე.წ. “სამს პლუს სამ” ( რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) უსაფრთხოების ფორმატში მონაწილეობა.” – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი “ნაცმოძრაობიდან” რომან გოცირიძე.  

რომან გოცირიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. საზოგადოებამ არ უნდა აპატიოს მას ეს თავხედური “სითამამე”, პერსონალურად უნდა აგოს პასუხი და დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ეს “ჩუმჩუმელა” ჩინოვნიკი არანაკლებ (მეტიც კი) დამნაშავეა, ვიდრე ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც აგრესიულობით და სიძულვილით გამოირჩევიან.
იტყვიან ხოლმე, მინისტრის ან რომელიმე თანამდებობის პირის გადადგომის მოთხოვნას რა აზრი აქვს, როცა “იგი წავა და სხვა მოვა”, თავი და თავი ხომ ივანიშვილიაო? ასეთი მიდგომა არის საფუძველშივე მცდარი. ივანიშვილი თავიც არის და ბოლოც და მისი პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია, ვიდრე მისი მორჩილი მინისტრებისა, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს კონკრეტული პირის საჯაროდ მხილებას, მის შერცხვენას, მასზე პირადი პასუხისმგებლობის დაკისრებას.” – წერს რომან გოცირიძე. 
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს “სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა”, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა. აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.
სწორედ ეს ინიციატივა არ მოსწონს რომან გოცირიძეს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved