• რეკლამა
  • კონტაქტი
16:11, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანამ ხინკალზე შეუსწრებდნენ, მანამდე დაერეკა!” – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
10:34 10-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.
კერძოდ, ექსპერტი თავის პოსტზე იმ პირებზე წერს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მიერ საზღვრის უკანონო გადმოლახვა გმირობაა.

“რა დონემდე უნდა იყოს ღირებულებები გადაგვარებული, რომ ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მიერ საზღვრის უკანონო გადმოლახვა გმირობად მოგეჩვენოს?!
იგივე ჭკუაზეა მისი შემცვლელი, მე-4 პრეზიდენტი.
“მიშამ შესძლო”, “მთელი სახელმწიფო ერთმა კაცმა თავზე დაგამხოთ” და ა.შ. აი ასეთ კომენტარებს აკეთებენ, სიუჟეტებს უძღვნიან.ნებისმიერი შესძლებს, თუ გაუმართლებს, თუ ჩაწვებით მწვანილში, პაპიროსის კოლოფებში, მაზუთში, სხვა მასაში…
თუ არ გაგიმართლებთ, დაგიჭერენ და მოგისჯიან.
ღირსეულ ნაბიჯად ჩაეთვლებოდა ჩამოფრენა და ჩაბარება.
მორიგი ვიდეო და სიუჟეტები მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ ჩამოსვლა უნდოდა, თუმცა იმის შიშით, რომ თვითმფრინავი არ შემოეშვათ, ამიტომ მალულად, უკანონოდ შემოიპარა.
თუ ჩასაბარებლად ჩამოვიდა, რაღას დაელოდა სანამ ხინკალზე შეუსწრებდნენ, მანამდე დაერეკა 112-ზე და ეთქვა დრო, ადგილი და მისამართი?!ან, თუ გამიფრინდებოდა და თვითმფრინავს არ შემოუშვებდნენ, ხომ გააშიშვლებდა ხელისუფლებას?!
ნებისმიერ თქვენთვის ავტორიტეტიან უცხოელ პიტიკოსს, პოლიტოლოგს, სამხედროს, ჟირნალისტს, ოღონდ არა სააკაშვილოს ლობისტს, ჰკითხეთ როგორ შეაფასებენ ყოფილი პრეზიდენტის უკანონოდ შემოპარვას.
თქვენთვის იკითხეთ, ჩვენ არ გვჭირდება. იქნებ ღირებულებები ოდნავ მაინც გადააფასოთ.
ერთი რამ ვერ გაგიგიათ.
მთავარი ის კი არაა, ზის თუ გარეთაა. მთავარია გაიაზროს რა დანაშაულები აქვს მას, მის მმართველობას, ან მისი მმართველობისას ჩადენილი, რომლებსაც შარშან მძიმე შეცდომებს უწოდებდა და ბოდიშს იხდიდა, ახლა კი უარყოფენ ყველაფერს.
მთელი პოლიტიკური სპექტრი, მედია, საექსპერტო წრეები, საზოგადოების წარმომადგენლები წარსულის შეფასებაზე და მომავალზე უნდა ბჭობდეს.
ამის ნაცვკად კი ცდილობენ თავისი დღის წესრიგი მოგვახვიონ და გვალაპარაკონ: “მიშამ შესძლო”.
მიშამ შესძლო კიდევ ერთხელ კანონის დარღვევა, მეტიც სახელმწიფოს შეურაცხყოფა. ამ საქციელს სხვა შეფასება არ აქვს.
ჰო, ვიღაც გამოვიდა და პრეზიდენტის დაპატიმრების და გასამართლების პრეცედენტი შეიქმნაო. ვითომ არაფერი წაუკითხავთ?
შეგახსენებთ უახლეს ისტორიაში გასამართლებულ მსოფლიო ლიდერებს: საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, 23 მილიონის გამო, იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონი, ისრაელის პრეზიდენტი ეხუდ ომერტი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ კინ ხე, 17 მილიონის გამო, საფრანგეთის კიდევ ერთი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი და ა.შ.
მუბარეკზე, მურსიზე, ფუხიმორზე, ესტრადაზე და სხვებზე, არ გავამახვილებ ყურადღებას. მხოლოდ წამყვანი დემოკრატიების ლიდერები შევახსენე, ვისაც დაავიწყდა.
ამიტომ, ვიმეორებ, მთავარია პარტიებმა, პოლიტიკოსებმა, მ.შ. მსჯავრდებულებმა და ბრალდებულებმა, მომხდარი, ჩადენილი გაიაზრონ.,” – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved