თბილისის საქალაქო სასამართლომ პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
პროცესს თავად ბრალდებულები, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძეც ესწრებოდნენ.
ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არის მტკიცებულებები, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს უკანონოდ იარაღი, დაიქირავეს ავტომობილი და გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც გამოძიებას უკვე ამოღებული აქვს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.
კომენტარები