• რეკლამა
  • კონტაქტი
16:19, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თითოეული გარდაცვლილი ადამიანი, განსაკუთრებით თითოეული ბავშვი, რომლის გადარჩენის იმედიც გუშინ ყველა ჩვენგანს უკანასკნელ წუთამდე არ ტოვებდა, უდიდესი ტკივილია

ალია ავტორი - ალია
13:04 10-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„სიტყვებით რთულია იმ მწუხარების გადმოცემა, რომელიც ასეთი ტრაგედიის დროს გეუფლება. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი, განსაკუთრებით თითოეული ბავშვი, რომლის გადარჩენის იმედიც გუშინ ყველა ჩვენგანს უკანასკნელ წუთამდე არ ტოვებდა, უდიდესი ტკივილია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს. მადლობა მაშველებს თავგანწირვისთვის!“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს – კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა – სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved