• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გახდა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი? – ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან

ალია ავტორი - ალია
12:47 10-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

რა გახდა ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი? – “ბათუმელების” ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა.

გამოცემის ცნობითვე, უწყებამ 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.

„დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენია არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.“

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ზაურ ბუდატოვი [რეესტრში ზოგჯერ ბუდაგოვად არის მოხსენიებული, თუმცა ერთი და იგივე პირადი ნომრით ფიქსირდება], იგივე ბუდაგოვი ამ მისამართზე ფლობდა 200 კვ მეტრ ბინას და მცირე ზომის სარდაფს.

„ბათუმელებთან“ წყარო აცხადებს, რომ კორპუსის სარდაფიდან დიდი ოდენობით მიწა ამოიღეს. მისივე თქმით, კორპუსი ე.წ. სინკარული ტიპისაა და არსებობს ასევე ვარაუდი, რომ სახლის ერთ სართულს სინკარები გამოაცალეს, რამაც ნგრევა გამოიწვია.

საჯარო რეესტრში ასახული მონაცემებით, მოქალაქე ზაურ ბუდატოვი ცვლილების რეგისტრაციას ითხოვდა, ეს ცვლილება კი სარდაფის და ბინის გაერთიანებას გულისხმობდა. წარდგენილი დოკუმენტების დახარვეზების ერთ-ერთ მიზეზად რეესტრმა დღეს ჩაწერა:

„დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.“

განაცხადში, წარდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალში წერია ისიც, რომ წარდგენილია ამხანაგობის კრების ოქმი.

რეესტრის ინფორმაციით, ბათუმში 26 მაისის #13 -ში მოთხოვნილი რეგისტრაციისთვის მოქალაქემ წარადგინა შიდა აზომვითი ნახაზი და ამხანაგობის კრების ოქმი, ასევე სართულის გეგმა.

წარმოების შეჩერების საფუძვლად რეესტრმა მიუთითა ასევე, რომ ცვლილება მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს. როგორც ჩანს, დაინტერესებულმა პირმა ვერც ამ მხრივ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტი.

საბოლოოდ, როგორც რეესტრი განმარტავს: „საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ კორპუსში სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ნანგრევებში ჯერ კიდევ იმყოფება 3 ადამიანი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved