ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან მაშველებს მოქალაქეები გამოჰყავთ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება, თუმცა სავარაუდოდ არიან დაშავებულები.
ასევე გავრცელებული ინფორმაცით, კორპუსი, რომლის 1 სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, ავარიული არ ყოფილა.
ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის მეთაურიც. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
კომენტარები