კომპანია “ალმა” “ევროპულ საქართველოსთან” გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არღვევს და თბილისის მასშტაბით ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის კარიკატურებს არ აკრავს. პარტიას ბანერებზე ჯორჯ ორუელის “ცხოველების” ფერმის სტილში ივანიშვილის კარიკატურის გაკვრა სურდა და ხელშეკრულება ამ მიზნით 1 ოქტომბერს “ალმას” გააფორმა, თუმცა კომპანიამ ბანერები არ გააკრა.
“ევროპული საქართველოს” წევრები კომპანია “ალმას” ოფისთან მივიდნენ, ისინი ხელშეკრულების გამფორმებელ პირთან გასაუბრებას და ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
შევუკვეთეთ პოლიტიკური სატირის გაკვრა რამდენიმე ლოკაციაზე, ეგრევე შეექმნათ პრობლემები და წინააღმდეგობები. მათ ეგრევე შეექმნათ პრობლემები და წინააღმდეგობები, რადგან მათ არ სურთ ბიძინა ივანიშვილს ძილი დაუფრთხონ, ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება 1 ოქტომბერს და აქ არის “ალმას” ხელმოწერა და ჩვენი პარტიის ხელმოწერა”, – ამბობს პარტიის წევრი გიორგი ნონიაშვილი.
“ევროპული საქართველოს” წევრები ამბობენ, რომ თუ ხელშეკრულების პირობები დღის ბოლომდე არ შესრულდება, “ალმას” უჩივლებენ.
კომენტარები