• რეკლამა
  • კონტაქტი
23:17, კვირა, 22 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნახევრადმშიერ ადამიანს, მშიერ კაცზე მეტად ეშინია შიმშილის, ადამიანი, რომელსაც აჭმევენ იმდენს, რომ შიმშილით არ მოკვდეს, ვერ მოაწყობს რევოლუციას” – თამო კეშელავა

ალია ავტორი - ალია
20:40 10-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

“თქვენ ყოველ დღე უყურებთ გამყიდველს, რომელიც გიღიმით, (ან არ) მაგრამ უმეტესობამ არ იცით, რამდენი აქვს ხელფასი და რამდენი საათი მუშაობს!

და არასოდეს, არც ერთ პარტიას არ გაუბედია მათთვის ადამიანური გასამრჯელოს მოთხოვნა, რადგან, უპს, ეს ყოფილა კერძო ბიზნესი!

როდის მერე გახდა მონობა ბიზნესი?

ის თანხა, რასაც ხელფასის სახელით იღებენ – ერთი ადამიანის გამოსაკვებადაც არ არის საკმარისი – მონასაც ეგრე ამუშავებდნენ, კვების საფასურად – ხოდა, ვკითხულობ, როდის მერე დაკანონდა მონობა?

მეტყვიან ახლა კანონით ვერაფერს ვიზამთო, ის კანონიც ადამიანების დაწერილია, კანონის სახელით უკანონობა როდის მერე გახდა კანონიერი? აუცილებლად მოიძებნება რამე კანონიერი გზა, თუ არადა, უბრალოდ გავიფიცოთ!

ვუყურებთ ექთნებს და არ ვიცით, რომ მათი უმეტესობა იძულებულია რამდენიმე კლინიკაში იმუშაოს გადამბულად და სმენიდან სმენაში გავიდეს – მისი ანაზღაურება ყველა კლინიკაში ერთად – ერთი ადამიანის გამოკვების ფულია – ვინ დააკანონა მონობა?

უმუშევრობაზე დიდი პრობლემა სამსახურია ქვეყანაში, რადგან ადამიანები დილიდან საღამომდე მუშაობენ, მხოლოდ პურის ფასად, მხოლოდ არსებობის ფასად!

პარალელურად კი ათი მანქანა აქვს ზოგს და 35 ბინა, უზარმაზარი კორპუსები შენდება შენ ქალაქში და რომ იყიდო და ნელ-ნელა გადაიხადო, მაგასაც ვერ გაწვდები, რადგან ბინა ქირის ფასადო რომ არეკლამენ, ისეთია გადასახადი, იმდენს რომ ქირაში ვიხდიდეთ, ხუთჯერ მეტი უნდა გვქონდეს ხელფასი, ვუყურებთ, უზარმაზარ კორპუსებს და ვერ ვიგებთ, ვისთვის შენდება, რად უნდა ერთი და იგივე ადამიანებს ამდენი ბინა.

დადიან თმაშეუღებავი და თავჩახრილი ქალები ქუჩებში… კბილებსაც ვერ უვლიან 45-50 წლის ასაკში და ღიმილი მოკლეს ამის დასაფარად

თვალს გარიდებენ კაცები და მაღაზიასთან მისვლამდე სამჯერ მაინც ისინჯავენ ჯიბეს შიშით, არ დაეკარგოთ ის ბოლო ოცლარიანი….

აღარ იღიმებიან, აღარ ცეკვავენ წვიმაში, აღარ ახსოვთ, როგორ შეუძლია ადამიანს შვებულების გატარება, დაავიწყდათ რისი სწავლა უნდოდათ, რა სოციალური აქტიობა. ტირილის ფუფუნებაც არ აქვთ…

ადამიანი, რომელსაც მხოლოდ აჭმევენ, აჭმევენ იმდენს, რომ შიმშილით არ მოკვდეს, ვერ ვითარდება!

ადამიანი, რომელიც დილიდან საღამომდე მხოლოდ საჭმლის ფულისთვის მუშაობს და არასოდეს, არავინ, კონკრეტულს არაფერს პირდება, იმედიანად ვერ იქნება!

რამდენი კლინიკა, რამდენი აფთიაქი, რამდენი მაღაზია, რამდენი კაფეა თქვენ უბანში? რამდენი ადამიანი მუშაობს ჩვენ თვალწინ, მხოლოდ პურის ფულად?

კი, ამას უმუშევრება სჯობს!

უმუშევარი კაციც აწყობს რევოლუციას!

ადამიანები კი, რომლებიც ათეული წლებია, მხოლოდ პურის ფულად მუშაობენ – ვერა!

ისინი იზაფრებიან, იმის წარმოდგენაზეც კი, როგორ ყიდულობს კლიენტი ძვირადღირებულ შოკოლადს, მათ ეშინიათ ბოლო ფეხსაცმლის დახევის, ისინი დღეში 500-ჯერ ითვლიან გონებაში საფელეში დარჩენილ კაპიკებს და ითვლიან და ითვლიან და ითვლიან რა შეუძლიათ იყიდონ ამ ფულით, რომ ხელფასამდე თავი გაიტანონ!

მათ მთელი დღის მუშაობა, მუშაობაში დაკარგული ჯანმრთელობა, უექიმობა, ნახევრადშიმშილი და გამუდმებული ფიქრი ფულზე და უფულობაზე ფიტავთ! ყველაზე მეტად კი აძაბუნებთ ფიქრი, ესეც არ დაკარგონ, რადგან ნახევრადმშიერ ადამიანს, მშიერ კაცზე მეტად ეშინია შიმშილის!

აი, სად არის ერი!

აი, რატომ იზრდება წლიდან წლამდე ჩუმი ადამიანების რიცხვი!

ყველაფერი აწყობილია სიღატაკეზე, გამოფიტულ და დათრგუნულ ადამიანებს, შეპასუხების ძალაც აღარ აქვთ, განათლება და მიღებული განათლების გამოყენებაც პირდაპირ კავშირშია სიღატაკესთან და რასაკვირველია, სამოქალაქო ვალდებულებებიც და არჩევნების შედეგიც!

რასაკვირველია, ერთეულებს უმართლებთ და თავს აღწევენ…

ზოგი გაიფიქრებს ახლა, ადრეც ხომ ჭირდაო, კი, კი, ზურიკელასაც უჭირდა, მაგრამ მაშინ გერმანელ ჯარისკაცსაც უჭირდა, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს კი ჰქონდა შავი ვოლგა, მაგრამ ყველა სხვა პირველი ხარისხის ჩაის კრეფდა და ჩითის კაბის შეძენა ყველას შეეძლო… მერე არ იყო შუქი, პური, გათბობა, იყო ტყვიების ზუზუნი და მაშინაც, უმეტესობისთვის ერთი იყო ეს გაჭირვება!

ახლა კი…

შენდება უზარმაზარი კორპუსები ერთი და იგივე ხალხისთვის!

ახლა ყველგან ყველაფერია, რა გინდა, სულო და გულო, მაგრამ ყველასთვის არ არის! განვითარებისთვისაც უამრავი საშუალებაა, მაგრამ ისიც – ყველასთვის არ არის.

მუშაობ და მაინც არ არის!

და არ იცი, რას ითხოვენ შენგან!

რამდენი უნდათ რომ იმუშაო, რათა ჭამის გარდა, ექიმთანაც მიხვიდე, თვეში ერთხელ მაინც გაისეირნო, შვილები წრეებზე ატარო, მერე ცოტა დრო დაგრჩეს, რათა განვითარდე, რაღაც წაიკითხო, რაღაც ახალი ნახო, ვიღაცას მოუსმინო ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც ისე, რომ მექანიკურად არ ითვლიდე გონებაში, რამდენი დაგრჩა ფული და როგორ უნდა გაანაწილო თვის ბოლომდე!

ჩემმა მეგობრებმა იციან, რამდენი წელია გავყვირი, რომ სიღატაკე არ არის ცალკე აღებული შიმშილი, სხვა რამეა სიღატაკე და ბევრ ცუდ პრობლემებამდე მივყავართ, პანდემიამ ძალიან კარგად დაგვანახა, სხვათა შორის, ადამიანთა უმრავლესობამ ანამნეზიც რომ არ იცის რა არის. ხოდა, წელს, რამდენიმე ადამიანმა თქვა, რომ სიღატაკე ბევრი რამის მტერია, მათ შორის თავისუფალი არჩევანის და მიხარია, რაც მეტნი ვიტყვით, მით მეტი გაიგებს, რაც მეტი გაიგებს, მით მეტია შანსი რამე გვეშველოს!”

თეგები: სიღატაკე საქართველოში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved