• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა სასამართლოში დღეს გაგრძელდება

ალია ავტორი - ალია
10:58 03-09-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ჩვენების იძულებაში ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. გაგი მოსიაშვილის თქმით, პროკურატურა სავარაუდოდ მოწმეებსაც წარადგენს.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ეს საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდება.

როგორც ადვოკატი ამბობს, ჯერ უცნობია, დაესწრება თუ არა ბრალდებული სასამართლო პროცესს.

„დღეს გაგრძელდება მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა. ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. მას შემდეგ, რაც დასრულდება ბრალდების მტკიცებულებები, დაცვის მტკიცებულებები იქნება გამოკვლეული. დღევანდელ პროცესზე, სავარაუდოდ პროკურატურა წარმოადგენენ მოწმეებს, რომელთა დაკითხვაც მოხდება სასამართლო პროცესზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევისთვის, ასევე დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევაში მივიღოთ მონაწილეობა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დავადასტუროთ მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა, დავადასტუროთ წარდგენილი ბრალდების აბსურდულობა. ამას გვიჩვენებს საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული ყველა მტკიცებულება. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ სამართლებრივ ბრძოლაში მივიღოთ მონაწილეობა.

მარიანა ჩოლოიანის პროცესზე დასწრება დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს, დაესწრება პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დასწრების გარეშე ჩატარდება. ამას ჩვენ გავიგებთ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესი დაიწყება“, – განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად.  15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved