• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გახარიას ჯგუფი სასოწარკვეთაშია, ღალატის შემდგომ…” – ანრი ოხანაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:33 10-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:

“ეს არის ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე. ერთხელ უკვე ვთქვით და ჩვენი სიტყვების ერთგული ვრჩებით, რომ მიუღებელია ისეთი პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომლებიც ერთი მხრივ, ასოცირდებიან ძალადობასთან და მეორე მხრივ, ღალატთან. ზოგადად, ღალატი მიუღებელია ნებისმიერ ასპექტში, ეს იქნება პოლიტიკაში თუ სხვა სფეროში. გვჯერა, “ქართული ოცნება” მოიპოვებს დამაჯერებელ და ღირსეულ მხარდაჭერას ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან ის პოლიტიკური რესურსი და ძალა გვექნება, სადაც მაქსიმალურად შევძლებთ, საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას.

მესმის, რომ გიორგი გახარიას ჯგუფი სასოწარკვეთაშია, ღალატის შემდგომ. როგორც ჩანს, უფრო მეტი სასოწარკვეთა მიიღეს, რადგან მათ ზედმეტი მოლოდინები ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერაზე. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ არა თუ გამარჯვების, არამედ მეორე ადგილის რესურსიც არ გააჩნდათ. გახარიას განცხადება მისი წარმომადგებლების გადაბირებაზე არის მორიგი ტყუილი. სამწუხაროდ, ეს ადამიანი პირდაპირ ეთერებში იტყუება. თურმე, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არავინ ვიყავით და სანთლით გვეძებდა. ამ ადამიანის აღარ მჯერა, არც საზოგადოებას და მისი სიტყვები ნულის ტოლფასია”

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას “ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” სთავაზობენ შეთანხმებას, რათა საკრებულოები მათი სასურველი კანდიდატურებით დაკომპლექტდეს.

ამასთან, როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიები მას სანაცვლოდ “რაღაც სარგებლებს” ჰპირდებიან. კითხვაზე, კონკრეტულად, რა სარგებელს სთავაზობენ, გახარია ამბობს: “რაღაც თანამდებობებს, სხვათა შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში”.

თეგები: ანრი ოხანაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved