პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2022 წელს მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები (1 713,2 მლნ ლარი).
უფრო კონკრეტულად, COVID-19-ის მართვასთან (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინაცია და სხვა) დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500.0 მლნ ლარით (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 310.0 მლნ ლარით).














კომენტარები