ესპანეთის მარეგულირებელმა 70 წელს ზემოთ პირებში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაუშვა.
როგორც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გამაძლიერებელი დოზის მიღება იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომელთა სრულად ვაქცინაციიდან ექვსი თვეა გასული.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთის მოსახლეობის 78% სრულად ვაქცინირებულია.
კომენტარები