• რეკლამა
  • კონტაქტი
22:14, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თალაკვაძე იდიოტი ნამდვილად არაა, ვალდებულია თავი მოიდებილოს, ვითომ სენატორ რიშის აზრი ვერ გაიგო” – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
11:26 10-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ სახელისუფლებო პარტიას კრიტიკაზე პასუხი არა აქვს.
ამასთან, ნოდია არჩილ თალაკვაძის განცხადებას აფასებს, სადაც ის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრის, ჯიმ რიში განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ – “მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით.”

“გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ პიარი მთლიანად აგებულია წანამძღვარზე, რომ ხალხი ბნელია, ლოგიკა და დასაბუთება არ სჭირდება, აშკარა სისულელეს ხშირად რომ გაუმეორებ, დაიჯერებს. 
შეიძლება, მთლად მტყუანები არ არიან: ფაქტია, რომ ასეთი პიარი მოსახლეობის დიდ ნაწილზე მუშაობს. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ პიარის მწარმოებლებმა (ხელისუფლების “სახეებმა”) თავიც უნდა მოისულელონ. 
ამ შემთხვევაში, არჩილ თალაკვაძე, რომელიც იდიოტი ნამდვილად არ არის, ვალდებულია თავი მოიდებილოს, ვითომ სენატორ რიშის აზრი ვერ გაიგო: სხვანაირად „გუნდის“ მესიჯ-ბოქსში ვერ ჩაჯდები. მეორეს მხრივ, ისეც შეიძლება გავიგოთ, რომ ის ამ ადამიანს, ამერიკელ სენატორს, ღიად ეკაიფება, როგორც შინაურ კრიტიკოსებთანაა შეჩვეული. ორივე აუდიტორიაზე მუშაობს: დებილებთან თავს იდებილებს, შედარებით „პრაძვინუტებს“ თვალს უკრავს, რა მაგრად წავიღადავეო. ნებისმიერ შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიას კრიტიკაზე პასუხი არა აქვს და სერიოზულ დისკუსიაში შესვლა ხელს არ აძლევს. მისი პასუხი ერთია: ხომ ავიღეთ ჩვენი 47 პროცენტი, აწი იძახეთ, რაც გინდათ.,” – წერს ნოდია.
ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სენატორ რიშის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ – “მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, ვინაიდან ამ არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით და საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა. ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში მიღებული მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა, იყო ნამდვილი, ლეგიტიმური, 7 – თვიანი ხელოვნური საბოტაჟი და კრიზისი, რაშიც ბატონი რიშის ჩართულობა, ასევე ჩვენი ევროპელი კოლეგების ჩართულობა გახდა საჭირო, რათა მოლაპარაკებები დასრულებულიყო, ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. რასაკვირველია, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგი იყო ლეგიტიმური და ნამდვილი. მე პირადად ასე წავიკითხე ეს განცხადება,” – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved