• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გენერალი გოგი თათუხაშვილი სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აანონსებს

ალია ავტორი - ალია
10:44 10-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

გენერალი გოგი თათუხაშვილი სტრასბურგის ევროპარლამენტთან და ევროსასამართლოს შენობასთან პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს. ის “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ამ აქციებისთვის ნებართვის მისაღებად, საჭიროა განაცხადი პრეფექტურაში, სადაც აქციის ფორმულარში აუცილებელია მონაწილეთა რაოდენობის მითითება.“ყველას, ყველას, ყველას!მოგმართავთ ძირითადად, ევროპულ ემიგრაციას!ჩვენი პირველი პრეზიდენტი მოტყუებით ჩამოვიყვანეთ, მივატოვეთ, ბოლოს კი გავწირეთ!მესამე პრეზიდენტიც დაპატიმრებულია და მისი სიცოცხლე საფრთხეშია…ვფიქრობ, სიშორის გამო არაფერი მეშლება…წინადადება მაქვს პირადი წყენები, გემოვნება გვერდზე გადავდოთ და შევეცადოთ გავაკეთოთ რაც შეგვიძლია-გავმართოთ ჯერ ერთ დღიანი, შემდეგ პერმანენტული აქცია-მანიფესტაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად სტრასბურგის ევროპარლამენტთან და ევროსასამართლოსთან, რომ დაჩქარდეს პროცესი.მსგავსი ღონისძიების ჩასატარებლად, აუცილებელია ადგილობრივი პრეფექტურის ნებართვა, სადაც ფორმულარში უნდა მივუთითოთ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა. ამიტომაც, ვინც შესძლებთ მონაწილეობას ზემოთაღნიშნულ ღონისძიებაში, გთხოვთ, შემატყობიოთ პირადად, ან აღნიშნოთ კომენტარებში .ნებართვის მიღებისთანავე გაცნობებთ თარიღს, დროს, ზუსტ ლოკაციას”, – წერს გენერალი თათუხაშვილი.შეგახსენებთ, საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოსული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მან შიმშილობა გამოაცხადა და უგონოდ ყოფნის შემთხვევაში ექიმებს აუკრძალა სამედიცინო ჩარევა. საქართველოს პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვა აღარ გაიცემა დეპუტატებზე, ხოლო თავად მესამე პრეზიდენტს შეეზღუდა სატელეფონო ზარების უფლება. ამავე დროს, ხელისუფლება უარს აცხადებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე და ამბობს, რომ ამ პროცესს, მინიმუმ, 10 ნოემბრამდე არ დაიწყებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?
ახალი ამბები

“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?

15:25 05-05-2026
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან  საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

14:43 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved