Facebook-ის ადმინისტრაცია მორიგ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ტექნიკური დირექტორის თქმით, ამ დრომდე არსებობს ქსელური პრობლემები, რომლის აღმოფხვრაზეც, ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.
“გულწრფელი ბოდიში ყველას, ვინც “ფეისბუქზე” დაფუძნებული სერვისების გათიშვის გამო დაზარალდა. კვლავ განვიცდით ქსელურ პრობლემებს და ჩვენი გუნდები მაქსიმალურად სწრაფად მუშაობენ, რომ რაც შეიძლება მალე აღადგინონ სერვისებზე წვდომა”, – წერს მაიკ შროპფერი „ტვიტერში“
*Sincere* apologies to everyone impacted by outages of Facebook powered services right now. We are experiencing networking issues and teams are working as fast as possible to debug and restore as fast as possible
— Mike Schroepfer (@schrep) October 4, 2021
კომენტარები