• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მილანში რომ ეყარა კენჭი მერობაზე, ქუდზე კაცი მისცემდა ხმას” – რას წერს მირანდა მირიანაშვილი კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეზე

ალია ავტორი - ალია
15:27 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

უსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, მირანდა მირიანაშვილი  თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ამბობს, რომ კახის კენჭი მილანში რომ ეყარა ყველა მხარს დაუჭერდა.

„მახსოვს ასე 15 წლის წინ, მილანში ვზივარ სასტუმრო „Four Season’s”-ის ფოიეში მეგობართან ერთად, ჩაის მივირთმევთ მეუღლის მოლოდინში, რომელიც ბიზნესჰოლში, თავის პარტნიორებთან ფაბიოსთან და ჯუზეპეთან ერთად საქმიან შეხვედრას აწარმოებდა.

დიდი ჟრიამული იყო, მახსოვს, განსაკუთრებულად ლამაზად ჩაცმული ხალხი „ჩაო კარისიმა” და „ბუონა სერათი” ეხვეოდა და კოცნიდა ერთმანეთს ორივე ლოყაზე. (ლა სკალაში პრემიერაზე მივდიოდით და ჩვენნაირი, გრძელ კაბიანი ბრჭყვიალა ბევრი ქალი ირეოდა სმოკინგიანი მამაკაცების თანხლებით). საერთოდ, სულ ხალხმრავლობაა აქ, ვერსად დაჯდები ისე ქუჩიდან შემოსული, თუ სასტუმროში არ ცხოვრობ. პოპულარული ადგილია, განსაკუთრებით მოდის კვირეულის დროს.

უეცრად ჩოჩქოლი გაძლიერდა. ყველა ერთი მიმართულებით, შემოსასვლელისკენ შეტრიალდა და უკლებლივ ყველას სახეზე ფართო თეთრ კბილიანი ღიმილი დაეკერა. ზურგს უკან გავიგე ფაბიოს ხავერდოვანი შეძახილი აჰჰჰ! კალაძე! კალა! მე არც ახლა ვარ დიდად ფეხბურთში ჩახედული, თუმცა ძალიან მომწონს კარგი მატჩების ყურება, მაშინ კი მაინცადამაინც არ მივდევდი და სიმართლე გითხრათ, არც კალაძის სპორტული მასშტაბი ვიცოდი. მოკლედ, ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, საოცარი! კინოკადრივით მახსოვს ძალიან ლამაზი წყვილი, რამდენიმე თანმხლებით რომ შემოვიდნენ, ნამდვილი ვარსკვლავები! ყველა მხრიდან ხალხი ეხვეოდა, ბევრი ხელს ართმევდა, კომპლიმენტებს და მადლობას ეუბნებოდნენ.

ანუკი (მაშინ უცხოელი მოდელი მეგონა), ნორჩი, გამჭვირვალე, საოცრად ლამაზი… მოკლედ, ძალიან სანახავები იყვნენ.

მერე და მერე სულ მესმოდა და მესმის, რა განსაკუთრებით უყვარდათ და უყვართ აქ კახა სხვადასხვა სფეროში თანაგუნდელებს, თანამშრომლებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს და მერებს, და რაც მთავარია, ხალხს! ხალხს! აი, მილანში რომ ეყარა კენჭი მერობაზე, ქუდზე კაცი მისცემდა ხმას!

მე დიდ პატივს ვცემ. არც მეგობარია და არც ამხანაგი ჩემი. მიხარია ყოველთვის, მისი ქება და მის მიმართ მადლიერება რომ მესმის და წარმატებებს ვუსურვებ! ჩემს თბილისს და მის მერს!“, – წერს მირანდა მირიანაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ქრონომეტრი – ბინა ლისზე
ახალი ამბები

“ქრონომეტრი” ლისზე –  სპეციალური შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

13:57 11-09-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved