• რეკლამა
  • კონტაქტი
15:03, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ რა დამალულ ქონებას ფლობს – ბიძინა ივანიშვილი პუტინთან, ალიევთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად Pandora Papers-ში მოხვდა

ალია ავტორი - ალია
12:51 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების საიდუმლო გარიგებებისა და ქონებებს შესახებ ახალი მასალები გამოქვეყნდა.

საქმე ისაა, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) Guardian-თან და BBC-ისთან ერთად აქვეყნებს ოფშორული ზონების და დამალული ქონებების შესახებ ახალ დოკუმენტებს, რომლებიც Pandora Papers-ის სახელით ერთიანდება.

აღსანიშნავია, რომ Pandora Papers-ში მოხვდა საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. მის შესახებ გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა. ეს ფირმა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (BVI) ოფშორული კომპანიების დაფუძნებაში ერთ-ერთი შუამავლის როლს ასრულებდა და მისი გავლით ივანიშვილმა სულ 12 კომპანია დააფუძნა. მათ შორის ერთ-ერთის, Silverpot Holdings Ltd-ის ფუნქცია სხვადასხვა კომპანიების აქციების პაკეტის ფლობა იყო. Brighton Corporate Ltd-ის მიზნად კი ივანიშვილის საკუთრებაში არსებული თანაინვესტირების ფონდის კრედიტით ფინანსირება იყო მითითებული. Pandora Papers-ის მიხედვით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური მარეგულირებელი 2011 წელს დაინტერესებული იყო ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანიის – Finsek-ის საქმიანობით.

Pandora Papers-ის სახელით გაერთიანებულ მასალებში ჩვენი მეზობელი ქვეყნების ლიდერებიც აღმოჩდნენ. დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს მონაკოში საიდუმლო აქტივები აქვს. ილჰამ ალიევი და მისი ოჯახის წევრები კი დიდ ბრიტანეთში დიდძალი უძრავი ქონების გარიგებებში ფიგურირებდნენ.

ამავე სიაში მოხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა 2019 წელს დაპირებით, რომ ის გაწმენდდა უკრაინას კორუფციისგან. Pandora Papers-ის მიხედვით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ზელენსკიმ ოფშორულ კომპანიაში თავისი 25% -იანი წილი გადასცა ახლო მეგობარს, რომელიც ახლა პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის თანამდებობაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ Pandora Papers-ში 35 მოქმედი და ყოფილი ლიდერის და 300-ზე მეტი თანამდებობის პირის საიდუმლო გარიგებებისა და ქონებებს შესახებაა ინფორმაცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ქრონომეტრი – ბინა ლისზე
ახალი ამბები

“ქრონომეტრი” ლისზე –  სპეციალური შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

13:57 11-09-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved