შვედი მხატვარი ლარს ვილკსი, რომელსაც პოლიცია იცავდა, შვედეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას AP ავრცელებს.
დაცვის ქვეშ ის იმის გამო იყო, რომ მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურის შექმნის შემდეგ მას სიკვდილით ემუქრებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა შეეჯახა სამოქალაქო პოლიციის მანქანას, რომელშიც ლარს ვილქსი და მისი დაცვა მიდიოდნენ.
შვედეთის საინფორმაციო სააგენტო TT-ს ცნობით, პოლიციამ დაადასტურა, რომ 75 წლის ვილქსი ავტომობილში ორ პოლიციელთან ერთად იმყოფებოდა.
ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
13 წლის წინ ვილკსმა შექმნა კარიკატურა, რომელზეც წინასწარმეტყველი მუჰამედი ძაღლის სხეულით დახატა. კონსერვატიული მუსულმანები ძაღლებს უწმინდურად თვლიან, ისლამური კანონმდებლობა კი წინასწარმეტყველის ნებისმიერ გამოსახულებას, თუნდაც სასიკეთოს, საერთოდ ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ამან, შესაძლოა, კერპთაყვანისმცემლობა გამოიწვიოს.
ვილკსის სიკვდილისთვის ჯილდო “ალ-ქაიდამ” დააწერა. 2010 წელს სამხრეთ შვედეთში ორმა მამაკაცმა მისი სახლის დაწვა სცადა.
			

                                
                                

                                









კომენტარები