• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დამნაშავეების კოალიციაც ხომ არის ერთადერთი გამოსავალი ჯერ კიდევ?” – ბექა წიქარიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:28 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი, სოციალურ ქსელში ჩვენ ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

წიქარიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პერიფერიებშიც და პერიფერიულ ცენტრებშიც აბსოლუტურ უმრავლესობას მუდმივი წყალი არ აქვს, 500 ლარიანი სამსახურები სანატრელი აქვს ხალხს, სიღარიბე შლის და ცლის სოფლებს და მუნიციპალიტეტებს, დაბერებულია მოსახლეობა, დაბერებულია უმცირესობაში დარჩენილი ახალგაზრდობა, უპერსპექტივობით, უმოქმედობით და ორივესგან გამოწვეული ცხოვრების წესით – სმა, მოწევა, გულს გადაყოლების, ტკივილის გაყუჩების და ურთიერთობების ერთადერთი საშუალებებია, თუ არ ჩავთვლით ზემოდან გამაღატაკებელ და დამტრამვავ აზარტული თამაშების მაფიას, კაზინოებს, რომლებიც ჯიბით დააქვთ. კულტურული ცხოვრების ნარჩენები ობმოდებულია, ლუკმაპურის და წამლის ფული მთავარი საზრუნავი, შიმშილი ჩვეულებრივი, ნორმალიზებული მოვლენა, პენსია/შემწეობა/გზავნილები გადარჩენის ძირითადი წყარო …

ამ ვითარებაში მყოფ მოსახლეობას პოლიტიკური ელიტა არც ამ რეალობაზე და აღარც გამოსავალზე აღარ ესაუბრება – პირდაპირ შოუებს აწვდის. ყველამ აღიარა, რომ მათგან გამოსავალზე საუბარი მამის მკვლელია მამის საფლავზე. სამაგიეროდ საოცრად დაიხვეწნენ შოუმენობაში, ვეღარ გაარჩევ პოლიტიკოსია, როკ-სტარი თუ პანტომიმის მსახიობი. მაყურებელშიც ისე მიდის საუბრები, იფიქრებ პოლიტიკის ფუნქცია მართლაც შოუ ყოფილა. ვისაც თითქოს ჭკუა უნდა მოეკითხებოდეს ‘პოპკორნით’ ზის, ძველი ნაძირლის ახალ როლსა და ნიღაბს მისჩერებია და გულშემატკივრობს, მეტიც, მოგვიწოდებს ინერტულნი ნუ ვიქნებით, ქვეყნის ბედიო, ჩაებით ამ ფერხულში, იგრძენი შოუს ძალა საკუთარ თავზე, ეს ხომ სასწაულმოქმედი შოუებია, რომლებიც ჯალათებს წმინდანებად აქცევენ, გაუპატიურებას სიყვარულად დაგანახვებენ, წამებას – ალერსად.

ვაკეში ხომ კარგადაა ჭკვიანი ნაგვის ურნები?

სისტემური დანაშაულებიც ხომ ლამაზად გაგვიქარწყლეს სისტემურმა დამნაშავეებმა? ხომ გახდნენ დევნილები რომ ნამდვილი დევნილები აღარც გაგვახსენდეს?

დამნაშავეების კოალიციაც ხომ არის ერთადერთი გამოსავალი ჯერ კიდევ?
„Telemundo Presenta“ სულ მცირე, ცოტა მეტი მოგვეთხოვება!“, – წერს ბექა წიქარიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved