პოლიტიკოსი სოფო ხორგუანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ასე ეხმაურება:
„მთელი საარჩევნო კამპანია კობახიძე რომ გვიმტკიცებდა ნაცმოა მთავარი ოპოზიციაო, ეგეც ჩვენი ბრალია?! ახლაც რომ გახარიას ლანძღავთ, იქნებ საკუთარი საქციელი მოგეჩხრიკათ. ყველაფერი რომ გააკეთა ნაცმომ და ოცნებამ ორპოლუსიანობის შესანარჩუნებლად, ესეც ჩვენი ბრალია?! არ გამოვა ამის სხვისთვის გადაბრალება, რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეხედო. მათრახი რომ გგონიათ ერთადერთი საშუალება, იმიტომ მიიღეთ ის, რაც მიიღეთ.“
კომენტარები