• რეკლამა
  • კონტაქტი
15:52, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარნეულში, “ოცნების” კანდიდატმა “ნაცმოძრაობის” კომისიის წევრს სცემა – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ალია ავტორი - ალია
13:10 10-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

მარნეულში, N48 საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრს სცემეს. ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კომისიის წევრს ფიზიკურად “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი გაუსწორდა. 

ადგილზე მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტების მისვლის შემდეგ, საარჩევნო უბანთან მარნეულის ყოფილი მერი და ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალიც გამოჩნდა. ​

დარგალმა თქვა, რომ პროვოკაციას არ დაუშვებდა, თუმცა რატომ დადიოდა თავად საარჩევნო უბნებზე, ვერ ახსნა.

“თავისი მარნეულელების “შაიკა” მოამზადეს. ჩვენ მომსწრეები ვართ, რომ მარნეულში არჩევნების ჩაშლის მიზნით, კარგად მომზადებული პროვოკატორების ბანდა მუმლაძის თავმჯდომარეობით დადის უბნებზე და ცდილობს, რომ პროვოკაციები მოაწყოს. თემა იმაშია, რომ კარგად მომზადებული არიან, პროვოკაცია არის წარსული”, – თქვა ზაურ დარგალმა. 

ამის შემდეგ სამოქალქო პლატფორმა 20/20-ის დამკვირვებლებმა ზაურ დარგალი უბნიდან შეძახილებით გააგდეს. 

“ჩვენი წარმომადგენელი იყო ნაცემი “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატის მიერ და როცა ჩვენ მოვედით სიტუაციის გასარკვევად, მოვიდა ეს ე.წ. დეპუტატი “ოცნების”, რომელიც დადებულია პარლამენტში და პირდაპირ, უაპელაციოდ გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ პროვოკატორები. ადამიანი გვიცემეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი და ჩვენ გვეუბნება, რომ პროვოკატორები ვართ, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი”, – ამბობს 20/20-ის დამკვირვებელი. 

ცნობისთვის, დილიდან საარჩევნო პროცესი მარნეულში დარღვევებით დაიწყო. შეიმჩნეოდა საარჩევნო უბნებთან აგიტატორების აქტიურობა. გარდა ამისა, რამდენიმე უბანზე საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის მცდელობას ჰქონდა ადგილი, ერთ-ერთ უბანზე კი მოქალაქე სხვისი სახელითა და გვარით ცდილობდა შესვლას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved