იმდენს დადიხართ და შრომობთ, ტელევიზორში რომ გიყურებთ თავბრუ მეხვევა – აუცილებლად გაიმარჯვებთ, – ასე მიმართა მსახიობმა ნანული სარაჯიშვილმა „იმედის“ ეთერში დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს.
მან აღნიშნა, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავა და ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს.
„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ასე უცებ ყველაფერი არ ხდება. განსაკუთრებით ბატონო კახა (კალაძე), რომ ჩავრთავ ტელევიზორს და გიყურებთ, იმდენს დადიხართ თავბრუ მეხვევა. იმდენს დადიხარ და იმდენს შრომობთ, ეს მშრომელი კაცი, ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ. ყველას მოგიწოდებთ – არჩევნებზე წავიდეთ და ხმა მივცეთ კახა კალაძე“, – განაცხადა ნანული სარაჯიშვილმა.
კომენტარები