ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, მარტივი მიზეზი აქვს.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამით სააკაშვილის ანერვიულებას და ვითარების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებას გეგმავს.
„ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ვიდეოები ფეიკია.
თვითონაც არ სჯერათ, მაგრამ ამას იმისთვის აკეთებენ, რომ აანერვიულონ და კიდევ ერთხელ ამოაყოფინონ თავი, ემანდ და იქნებ დავინახოთ და დავიჭიროთო..
აი, ასეთი მარტივი ხელისუფალი გვყავს,“- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები