ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გოგაშვილმა ერთი სიმართლე რაც თქვა ის არის, რომ პატრიარქის გადაყენება უნდოდათ და უნდოდათ სასურველი კანდიდატის აყვანა, ზუსტად ამ თემას ხელმძღვანელობდა გოგაშვილი და მოაწყეს ციანიდის სკანდალი, გაწირეს ჩემი ძმა, რადგან კარგად იცოდნენ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მეუფე დიმიტრისთან ჩემ ძმას და ამით ყველაზე მთავარი პრედენდენტი პატრიარქობის ჩამოაშორეს!”, – წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები