• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ უფალი ყოვლისშემძლე და მოწყალეა, რატომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან იტანჯებიან სხვადასხვა უძლურებით?!“

ალია ავტორი - ალია
13:19 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

„კეთილის ჩაგვრა,“ „ბოროტის გამარჯვება“, უსამართლობა, ახალგაზრდების სიკვდილი, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, განუკურნებელი სენის არსებობა, გაჭირვება და ერთმანეთის ჩაგვრა.

არ გავაგრძელებ ჩამონათვალს. დედამიწაზე ბევრი რამ არსებობს, რაც ადამიანს აღიზიანებს და კითხვის ნიშანს უჩენს: „თუ აბსოლუტური ალტრუიზმი, სიკეთე და სიყვარული ანუ ღმერთი არსებობს მაშინ რატომ ხდება ამდენი უბედურება?“

ჰოდა, ამ კითხვაზე პასუხს დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გურამი (ოთხოზორია) გასცემს.

„მოციქულებს ქრისტესთან მიჰყავთ ბრმად შობილი ადამიანი და ეკითხებიან: უფალო, ვინ სცოდა, ამან, რომელიც ბრმადაა დაბადებული, თუ მისმა მშობლებმა? თითქოს, მესამე პასუხი არც არსებობს. ჩვენც მუდმივად გვებადება და გვაწვალებს მსგავსი კითხვები, როდესაც ვხედავთ დაბადებიდან ფიზიკურსა თუ ფსიქიკურ უძლურებაში მყოფ ადამიანებს. არადა ვიცით, რომ ღმერთი, ერთი მხრივ, ყოვლისშემძლეა და, მეორე მხრივ, ყოვლად მოწყალე.

თუ ყოვლისშემძლეა, ესე იგი, გამოდის, ყოვლად მოწყალე არაა, რაკი არიან ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან იტანჯებიან სხვადასხვა უძლურებით?! თუ ყოვლად მოწყალეა და მაინც ასე ხდება, ესე იგი, ყოვლისშემძლე არ არის, თორემ ამას როგორ დაუშვებდა?!

საქმეც ისაა, რომ ადამიანი, თავისი სრულფასოვანი გაგებით, იწყება იქ, სადაც ის შეძლებს ამ ორმაგობიდან გასვლასა და ქრისტემდე ამაღლებას. ეს ძალიან ძნელია და ამის წინასახეა ქრისტეს ჯვარცმა.

სწორედ, იმითაა საინტერესო ცხოვრება. რომ მზამზარეული პასუხი არ არსებობს. ღმერთმა, უხეშად რომ ვთქვათ, მოგვცა სამუშაო იარაღები, რომლებითაც თავად უნდა მოვიწიოთ ჭირნახული, ანუ პასუხი. პასუხი კი იმალება ამ კითხვების მიღმა, მაგრამ ადამიანებს გვიჭირს ამ პასუხებამდე მისვლა, რადგან პასუხი გვინდა ახლავე, ლანგრით მორთმეული.

მეორე მხრივ, ჩვენი პირადი აზრებით, წარმოდგენებით იქსოვება ერთგვარი ბადე, რომელიც ბინდავს ჩვენს ყოფას.

ეს გვგონია ნამდვილი ყოფა და საერთოდ გვეკარგება ნათელი სამყაროს ხსოვნა, საიდანაც მოვედით. მეტიც, გვიჩნდება ეჭვი, რომ არანაირი სამოთხე არც არასდროს არსებულა. სწორედ, ესაა წუთისოფლის ბედისწერა, რომელსაც თავად ვქსოვთ ჩვენივე უმწიფარი აზრებითა და მოგონილი სისტემებით და თავის თავში არსებობა არ აქვს.

აი, ამის შიგნით ვიბადებით და სწორედ ესაა დაბადებიდან სიბრმავე. სახარება იგავური ენითაა დაწერილი და ცხადია, ფიზიკურად ბრმა არ იგულისხმება იმ იგავში, რითაც საუბარი დავიწყე.

ბრმად შობილია ის, ვინც ვერ ხედავს ნამდვილ ნათელს, რომელიც ადამიანების მიერ მოქსოვილი ყალბი წუთისოფლის ბადის მიღმაა. მოციქულების კითხვა ადამიანურია და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას, ხოლო ქრისტეს პასუხი – ჩვენი სულისა და რწმენის გამოვლინება.

მოციქულების კითხვაში ორივე მიზეზი გარეთაა:

ან უძლურ ადამიანში, ან მის ცოდვილ მშობლებში, აბა, მართალ ღმერთს ხომ არ გავამტყუნებთ, მას ხომ არაფერი ეშლება?! მაგრამ, სწორედ, ამ საკითხის გადაჭრით ვთავისუფლდებით წუთისოფლის ბადისგან, რომელშიც გავიხლართეთ ამ ჩვენი ლოგიკური კითხვებით.

გავიხსენოთ, რა უპასუხა ქრისტემ მოციქულებს? არც ამან სცოდა, არც იმან, რათა ღმერთის დიდება გამოვლინდეს! რას გვეუბნება ქრისტე ამ პასუხით? შეწყვიტეთ ასეთი ლოგიკური კითხვები: თეთრი თუ შავი, ბოროტი თუ კეთილი… თუ დააკვირდებით, ქრისტე არასდროს ამბობს პირდაპირ პასუხებს, იმიტომ რომ პრობლემა იჭრება სხვაგვარი ხედვით, რომელიც გადის კატეგორიული აზროვნების მიღმა, იქ, სადაც ღვთიურია.

ადამიანი ხედავს თვალით, ისმენს ყურით და შემდეგ თავისი გრძნობის ხუთი ორგანოთი აკეთებს დასკვნებს.

დასკვნა, ნასკვი, ანუ კვანძი… ადამიანი ამ კვანძებით აგებს ორგანზომილებიან სისტემას (შავი-თეთრი, ბოროტი-კეთილი), რომელიც აგებულია ადამიანურ ლოგიკაზე და ვერ უნდა გაბედო ამის იქით გასვლა. ქრისტეს პასუხი კი არღვევს ამ მოჯადოებულ წრეს.

უფალი გვეუბნება: რათა ღვთის დიდება გამოვლინდეს, ესე იგი, ცოტა დაიცადეთ, არაა სამყარო ისეთი, როგორსაც ხედავ. ანუ ამწუთას შეიძლება, ხდებოდეს რაღაც, რაც შენს თვალში ყველაზე დიდი უსამართლობაა, მაგრამ ეს პროცესია, ქმნადობაა, როდესაც ყველაფერი არეულია. განგება კი ხედავს სცენარის ბოლოს.

ამიტომ გეუბნება, ადამიანო, იყავი მომთმენი და დაელოდე ღვთის დიდების გამოვლენას.

იოანე პეტრიწი ამბობს: მიწიერ სამყაროში მტრები იქ, გონიერ კოსმოსში ძმები და მოყვრები არიანო. ის კი არ იგულისხმება, რომ ბოროტს ბოროტი არ დავარქვათ და კეთილს – კეთილი, მაგრამ გაიზარდეთ, ამის მიღმა გადით, ქრისტე უკვე მოსულია და ისწავლეთ მხოლოდ თვალით კი არა, იმის მიღმა ხედვა.

უფალი გვეუბნება: ვერ დაეტევა თქვენს ლოგიკაში ღმერთის გადაწყვეტილებები.

განგება გეუბნება: ბუნების ძალებით დაგიფარე ჩემი სახე, ყველა გამოვლინების მრავალგვარობის მიღმა ერთი ვარ – მოდი და მომძებნე, იმიტომ ამბობს უფალი: ეძიებდე და ჰპოვებდეო.

აი, ეს არის იესოს მისია, იესო ამბობს – მე და მამა ერთი ვართ, ოღონდ იმას კი არ გეუბნება ამით, რომ ეს წამში მოხდება შენში. ის ამბობს: გამომყევი! რას ნიშნავს, „გამომყევი“? უარი თქვა იმ აზრებზე, რომლებიც გაქვს სამყაროზე, იმ სისტემაზე, რომელიც შექმენი წუთისოფელში.

იესო გეუბნება – აიღე ჯვარი! რომ ის ჩვევები, რომელშიც დავიბადე, ჩემი სხეულის გახდა და იქიდან გამოსვლა დიდი ტკივილია, მაგრამ სწორედ, ამ გამოსვლის შემდეგ იწყება ნამდვილი თავისუფლება: ვთავისუფლდებით სიკვდილის შიშისგან და მოდის დიდი სიყვარული!

თუ თავიდან მტანჯავდა, რომ ვიღაცას ვხედავდი დაბადებიდან ბრმას, ბოროტს – აღზევებულს, ბეჩავს – დაჩაგრულს, როდესაც ამ ხედვის მიღმა გავდივარ, ვხედავ, რომ ყველა ბოროტების მიღმა სიკეთეა. მე შეიძლება, მეტკინოს ეს წუთისოფელი, მაგრამ სიმშვიდე და სიხარული მეუფლება, რადგან ვიცი, რომ ეს დასრულდება.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით

„დაიჯესტი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved