• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიფრიფანა გოგო ავტოსამყაროდან

ალია ავტორი - ალია
11:31 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

ტრაილერის მძღოლ მამას უნდოდა, მისი ქალიშვილი „ქალს რომ შეეფერება“, ისეთ პროფესიაში ყოფილიყო – ლამაზ კაბინეტში გაპრანჭული მჯდარიყო და ნაკლებად დამღლელი საქმე ეკეთებინა. სიფრიფანა გოგოს ოცნება კი სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდებოდა – ღრმა ბავშვობიდან მისი სტიქია ავტომობილი იყო. 17 წლისამ ავტომობილის მართვა ოჯახისგან ჩუმად, მოპარული მანქანით დამოუკიდებლად ისწავლა. თეორიაც უპრობლემოდ ჩააბარა და სახლში მართვის მოწმობით დაბრუნდა. მამა მაშინ პირველად გააოცა.

„მამას 40 წელია, მანქანებთან აქვს შეხება, ძალიან კარგად იცის ეს სფერო. მეც ბავშვობიდან მომწონდა მისი ყურება. სულ მინდოდა მასთან მეჭორავა მანქანის ნაწილებზე და მსგავს თემებზე. ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდა, მომწონდა მის მძღოლ მეგობრებთან ავტომობილების დეტალებზე საუბარი. ვსწავლობდი სპეციფიურ ტერმინოლოგიას. დავყვებოდი რეისებში და ტრაილერების გარაჟში. ნელ-ნელა გავერკვიე და შეიძლება ითქვას, შევისწავლე კიდეც მანქანა“ – ამბობს ნათია.

სოფელ კარალეთში გაზრდილი 20 წლის ნათია ბერაშვილი დღეს თბილისში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. არჩეულ პროფესიაზე უარის თქმას არ აპირებს, თუმცა ფეისბუქზე სრულიად შემთხვევით ნანახმა შეთავაზებამ ბავშვობის ოცნებამდე მიიყვანა. თეგეტა ქალ ავტომექანიკოსებს ეძებდა.

„ფეისბუქზე შემთხვევით გადავაწყდი გოგო ავტომექანიკოსის ვაკანსიას და სიხარულით გავგიჟდი, ზუსტად ჩემთვის არის-მეთქი, ვიფიქრე და ეგრევე გავგზავნე სივი. არ მქონდა იმედი, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ გამიმართლა და ამიყვანეს, თუმცა ახალი სანერვიულო გამიჩნდა – როგორ მეთქვა სახლში ჩემი არჩევანი. კი მოსწონდა მამას მსგავს თემებში რომ ვერკვეოდი, მაგრამ ავტომექანიკოსობა მინდა-მეთქი რომ მეთქვა, მეგონა, გაგიჟდებოდა. „თეგეტა აკადემიაში“ სწავლა რომ დავიწყე, თავიდან დავმალე. ორთვიანი თეორია გავიარე და პრაქტიკაზე რომ გადავედით, მაშინ ვუთხარი. რასაც ვისწავლიდი, საღამოს მამას ვურეკავდი და ვიმეორებდი ხოლმე, ვაბარებდი. ის თავისებურად მიხსნიდა, „შოფრულ“ ენაზე. მამისგან და ოჯახისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი – მამხნევებდნენ – მიდი, შენი გვჯერაო, მეუბნებოდნენ და მეც, ბუნებრივია, სტიმული უფრო და უფრო მემატებოდა.“

აკადემიაში სწავლა რთული და შრომატევადი აღმოჩნდა – ზღვა მასალის, უამრავი დეტალისა და წვრილმანის საფუძვლიანად შესწავლა მოუწია.

„აქამდე მეგონა, რომ ბევრი რამ ვიცოდი მანქანის შესახებ, თუმცა ვცდებოდი. თეორიული კურსის გავლისას ძალიან ბევრი დეტალი უცხო იყო ჩემთვის. აი,

მაგალითად, გადაცემათა კოლოფი – ნანახი კი მქონდა უამრავი ფოტო თუ ვიდეო, მაგრამ გატეხილი „კარობკა“ რომ ვნახე პირველად, უბედნიერესი ვიყავი – ეს ისაა, რაც ვისწავლე-მეთქი? უშუალოდ შეხება ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. ხშირად არის შემთხვევა, როცა საქმე ფიზიკურ ძალას მოითხოვს, მაგალითად, შეიძლება ზოგი ბოლტი ძალიან იყოს ჩაჟანგებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ხერხი სჯობია ღონესა და რაღაცას ვახერხებ ხოლმე. თან ვარჯიში დავიწყე და ხელში მეტი ძალა მეძლევა უკვე. ასე რომ, არანაირი დაბრკოლების აღარ მეშინია და ჩემი უპირატესობაც სწორედ ამაშია“.

ახლა პრაქტიკას გადის „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“ და უკვე დამოუკიდებლად ახერხებს პრეტენზიული მძღოლების გაოცებას. მათ კი, ვინც სკეპტიკურად უყურებს ქალ ავტომექანიკოსს, საქმით უმტკიცებს, რომ პროფესიას გენდერი არ აქვს და რომ საყვარელი საქმე სქესის მიუხედავად ყველას თანაბრად შეუძლია აკეთოს და რომ მთავარი მონდომებაა.

„თავიდან ძალიან ვიძაბებოდი, მეშინოდა, რამე არ გავაფუჭო არ დავაზიანო, არ გადავწვა-მეთქი, თან მძღოლებმა იციან ხოლმე თქმა, ქალის საქმე ეს არ არის, ქალს როგორ ვანდობ მანქანასო, მაგრამ მერე მივხვდი – არ უნდა მიაქციო ამ დამოკიდებულებას ყურადღება, შენი საქმე უნდა აკეთო, კონცენტრირდე სამუშაოზე და ყველაფერი გამოგივა. ეს კომპლექსი რომ მოვიშორე, ნელ-ნელა მოვიპოვე კიდეც მძღოლების ნდობა. ჩემთვის მთავარია ვაკეთო ის, რაც მომწონს, რასაც ჩემი გული მკარნახობს და თან ვიყო წარმატებული, ჩემი საქმის პროფესიონალი. ყოველ დილით თავს ვუმეორებ, რომ ძლიერი გოგო ვარ, რომ მინდა გავხდე კარგი მექანიკოსი – მოტივაციას მუდმივად ვიმაღლებ და ვიმაღლებ. მინდა, რასაც ვაკეთებ, იმაში საუკეთესო ვიყო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიყო საუკეთესო. მე მჯერა და მწამს ჩემი თავის. რომ არ მჯეროდეს, აქამდე ვერ მოვიდოდი და წინ გრძელი გზაა!“ – ნათია ბერაშვილი.

——

პროფესიას, რომ არ აქვს გენდერი, ამის „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“ ურყევად სჯერათ, ამიტომ კომპანია ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ამავე სახელწოდების კამპანიაში – #პროფესიასარაქვსგენდერი ჩაება. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის – მოძრაობა ცვლილებებისთვის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველად საქართველოში თეგეტაში მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება ხდება. თეორიული და პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved