• რეკლამა
  • კონტაქტი
18:09, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხშირად გვესმის, რომ ისინი COVID-19-ის, ან სხვა ინფექციებისგან დაგვიცავს” – ზაზა თელია

ალია ავტორი - ალია
11:18 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. 

“ცინკი (თუთია) და C ვიტამინი – ბოლო პერიოდია ხშირად გვესმის რეკომენდაციები მათ მიღებასთან დაკავშირებით, რომ ისინი COVID-19-ის და/ან სხვა ვირუსული ინფექციებისგან დაგვიცავს

1. ცინკის (თუთიის) აცეტატის აბებით ჩვეულებრივი გაციების მკურნალობა (Zinc acetate lozenges for the treatment of the common cold) – რენდომიზირებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევასაზოგადოებაში სამწუხაროდ პოპულარულია სხვადასხვა სახის “მედიკამენტების” გამოყენება, რომელთა მწარმოებელი კომპანიები და არამარტო, ასევე ხშირად ექიმებიც, ირწმუნებიან რომ ისინი ეფექტური საშუალებებია გრიპის, გაციების ან სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ.

მათ შორის ბოლო პერიოდია COVID-19-ის მკურნალობისთვის ხშირად ხდება სხვადასხვა სამეცნიერო მტკიცებულებებს მოკლებული/არმქონე პრეპარატების გამოყენების აგიტაცია. არსებული კვლევა, რომელიც ჩატარდა ფინეთში სწვალობდა ცინკის (თუთიის) აცეტატის აბების ეფექტურობას ჩვეულებრივი გაციების დროს.დასკვნა: კომერციულად ხელმისაწვდომი ცინკის (თუთიის) აცეტატის აბები (Zinc acetate lozenges) არ იყო ეფექტური ჩვეულებრივი გაციების სამკურნალოდ, როდესაც ის იქნა გამოყენებული 5 დღის განმავლობაში პირველი სიმპტომების გაჩენიდან. 

უფრო მეტი სამეცნიერო კვლევებია საჭირო ცინკის (თუთიის) აცეტატის აბების ეფექტურობის შესასწავლად, სანამ მისი ფართო გამოყენების აგიტაცია დაიწყება.

2. Vitamin C – აქტიურად იყიდება და გამოიყენება განსაკუთრებით გრიპის სეზონებზე. ასევე სპორტსმენებს რუტინულად, სისტემატიურად ასმევენ გუნდებში და რეკომენდაციას აძლევენ მოიხმარონ ეს დანამატი. ამ დანამატის ანოტაცია ირწმუნება (claims) რომ ვიტამინი C ახდენს პრევენციას ან ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ხანგრძლივობას. 

ასევე ირწმუნებიან, რომ ანტიოქსიდანტური ეფექტი ახდენს დაავადებების პრევენციას როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები და სიმსივნე. ეფექტურობა: ვიტამინ C შეუძლია ხელი შეუწყოს რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავიდან, მას შესაძლებელია ჰქონდეს პრევენციული ეფექტი კიბოს და ოსტეოპოროზის განვითარების კუთხით, როდესაც ვიღებთ პირდაპირ ხილის და ბოსტნეულის სახით.იგივე ეფექტი ვერ იქნა ნანახი დანამატის სახით მისი მიღების შემთხვევაში.

რაც შეეხება ვიტამინი C-ს როლს გაციების და გრიპის დროს – მისი ეფექტურობის მტკიცებულება არ არსებობს, აქედან გამომდინარე მისი მიღება არ არის რეკომენდებული.

COVID-19 და ვიტამინები 

შეკითხვა: ეფექტურია თუ არა დანამატები – C ვიტამინი და ცინკი (თუთია) COVID-19-ის სიმპტომების ხანგრძლივობის შემცირების, დაავადების დამძიმების, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემცირების და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ ამბულატორიულ პაციენტებში, სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით?

კვლევის დიზაინი:

რენდომიზირებული კლინიკური კვლევა (Suma Thomas, et. al, February 12, 2021, NCT04342728)ვერდიქტი: პაციენტებში COVID-19-ით დანამატების მიღებამ – C ვიტამინი ან ცინკი ან ორივე ერთად:

1. ვერ აᲜახა, რომ ისინი ამცირებენ სიმპტომების ხანგრძლივობას.

2. ვერ ანახა რომ ისინი ამცირებენ ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას.

3. ვერ ანახა რომ ისინი ამცირებენ სიკვდილიანობის მაჩვენებელს, სტანდარტულ მოვლასა და მკურნალობასთან შედარებით. 

4. ისინი არანაირ ეფექტს არ ახდენენ ინფექციით გამოწვეულ სიმპტომებზე.პირიქით – ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც დანამატებს იღებდნენ.

ასევე მეტი იყო გვერდითი ეფექტები – კუჭის ტკივილი, დიარეა და გულისრევა იმ პაციენტებში რომლებიც იღებდნენ ამ დანამატებს (იხილეთ მე-2 და მე-3 ფოტოები)”, – წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved