ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ცხადია, შევშფოთდი, აღვშფოთდი და გულზეც შემომეყარა… ცხადია, ასეა!თუმცა, ერთსაათიანი რკვევა-რკვევისა და ოცამდე ზარის, აგრეთვე, საკითხში დეტალურად გარკვევის შემდეგ, თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით შემიძლია იმის თქმა-ანალიზი, რომ, საბედნიეროდ, ევროკავშირი არ!!! არ შეგვიჩერებს უვიზო რეჟიმს მიუხედავად იმისა, რომ რეალური პრობლემაა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რაც არაა ახალი ამბავი.გარდა ამისა, ევროპაში ხვდებიან, რომ ახლა თუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, გააძლიერებენ რუსულ სტრიმს… და საბოლოოდ გაამარჯვებინებენ რუსეთს ამ ქვეყანაში.ეს არ ნიშნავს, რომ, პირობითად 11 თვის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როცა… როცა… როცა, და თუ საბოლოოდ გადავუხვევთ დასავლეთის გზას.“
კომენტარები